II-VI

II - VI კლასებში მოსწავლეთა გადმოყვანა ჩვენს სკოლაში შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს. ამისათვის, პირველ რიგში, სკოლის ადმინისტრაციასთან უნდა გადაამოწმოთ არის თუ არა თავისუფალი ადგილი თქვენთვის სასურველ კლასში (ტელეფონის ნომერზე 577992993 ან სკოლის ფეისბუქის გვერდის მეშვეობით).

ვაკანტური ადგილის შემთხვევაში, ინიშნება შეხვედრა დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელთან, ქ-ნ ქეთა მამალაძესთან და სასურველ კლასის კოორდინატორთან, რათა შემოწმდეს მოსწავლის ცოდნის დონე (ტესტირებით ან გასაუბრებით) და გაიცეს შესაბამისი რეკომენდაცია. ამ პროცედურის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ხდება ხელშეკრულების გაფორმება და მოთხოვნის საბუთის გაგზავნა იმ სკოლაში, საიდანაც ხდება მოსწავლის მობილობა.

იმ შემთხვევაში, თუ სასურველ საფეხურზე თავისუფალი ადგილი არ არის, ხდება მოსწავლის სარეზერვო ბაზაში ჩაწერა და სკოლა მშობელს უკავშირდება თავისუფალი ადგილის გაჩენის შემთხვევაში.

სარეზერვო სიაში შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მეშვეობით ბმულის მეშვეობით.