კარიერა ჩვენთან

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი მოხარულია, რომ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობის პერსპექტივით.

ბაქსვუდის ადამიანური რესურსების სტრატეგია ხელს უწყობს თანამშრომელთა მუდმივ განვითარებას და აყალიბებს გუნდს, რომელიც თქვენს შვილებს წარმატებულ მომავალს უქმნის. მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი წარმატება დამოკიდებულია გამოცდილ და მოტივირებულ კადრებზე, რომლებიც მუდმივად სიახლეების ძიებაში არიან და საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავენ. ჩვენ პერიოდულად გვჭირდება პროფესიონალები სხვადასხვა მიმართულებით: საგნის პედაგოგები, დამხმარე მასწავლებლები, ადმინისტრაციული ასისტენტები. ასევე, სტუდენტები, რომელთა ჩართვა ხდება საზაფხულო სკოლებსა თუ პროფესიულ სტაჟირებებში.

რატომ ბაქსვუდი?

  • ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებს (ტრანსპორტირება, სადილი, ინდივიდუალური პედაგოგიური პორტფოლიო და სხვა);
  • ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე და თქვენს კარიერულ წინსვლაზე;
  • ჩვენ გთავაზობთ ტრენინგებს, სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს;
  • ჩვენთან არის თბილი და მეგობრული სამუშაო გარემო;
  • ჩვენ გთავაზობთ პედაგოგებისათვის ინდივიდუალურად მორგებულ ცხრილს;
  • ჩვენ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ!

როგორ ხდება კანდიდატის შერჩევა?

ახალი თანამშრომლის აყვანა ხდება 3 ეტაპიანი კონკურსის გზით:

  • შესარჩევი სიის მომზადება (მიღებული CV- ებიდან შესაფერისების არჩევა);
  • გასაუბრება;
  • ერთ თვიანი გამოსაცდელი პერიოდი და სამოტივაციო წერილის მომზადება;

თუ ხართ დაინტერესებული ჩვენთან თანამშრომლობით, გთხოვთ, თქვენი CV, ფოტოსთან და სამოტივაციო წერილთან ერთად, გადმოაგზავნეთ სკოლის ელექტრონულ მისამართზე career@buckswood.ge. თქვენი მონაცემები ავტომატურად ინახება ჩვენს ბაზაში და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად შეგეხმიანებით. უპირატესობა მიენიჭება სერტიფიცირებულ კადრებს.

გისურვებთ წარმატებას!