გენერალური დირექტორი

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ბატონი ალექსანდრე ვაშაკიძეა.

მან, 14 წლის წინ, 23 წლის ასაკში, თავის მეგობრებთან ერთად გახსნა სკოლა, რომლის უმთავრესი მოტივი ახალგაზრდა თაობებისათვის კარგი განათლების მიცემა იყო, თანამედროვე და საუკეთესო დასავლური სტანდარტებით.

ბატონ ალექსანდრეს განათლება საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით აქვს მიღებული. იგი ადრეული ასაკიდანვე მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის, იყო გაეროს ახალგაზრდული ორგანიზაციის ჯერ წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტი.. 1995 წლიდან იგი აფუძნებს გაეროს ასოციაციას საქართველოში და ხდება მისი პროგრამების კოორდინატორი, ხოლო 2004 წლიდან კი - აღმასრულებელი დირექტორი.

ფართო და მრავალმხრივია ბატონი ალექსანდრეს მოღვაწეობის სპექტრი, არის უამრავი პროგრამის ავტორი და დირექტორი, მათ შორის USAID-ის მიერ დაფინანსებული და გაეროს ასოციაციის მიერ განხორციელებული პროგრამისა - ,,ვაშენოთ მომავალი’’ (Building for the Future).

მისმა პიროვნულმა თვისებებმა, პასუხისმგებლობის მაღალმა გრძნობამ და ეფექტური მენეჯმენტის უნარმა მიიყვანა ჩვენი სკოლა იმ მაღალ და მყარ სტანდარტებამდე, რომლითაც ასე ამაყობს დღეისათვის თითოეული ბაქსვუდელი.

ბატონი ალექსანდრე დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

საკონტაქტო ელ.ფოსტა: success@buckswood.ge