სკოლის ისტორია

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე.

მთელი არსებობის მანძილზე, ბაქსვუდის ყოველი ახალი სასწავლო წელი ადასტურებს, რომ სკოლის დამფუძნებლებს აქვთ გრძელვადიანი პროფესიონალური ხედვა სკოლის ეტაპობრივი განვითარების შესახებ. ეს ხედვა ემყარება უმაღლესი სტანდარტის ბრიტანულ და ქართულ სააღმზრდელო პრინციპებს. ყოველი აკადემიური, ინფრასტრუქტურული თუ შიდა კულტურული ინოვაცია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მომავალი თაობების აღზრდას საზოგადობის სრულფასოვან და ღირსეულ წევრებად, შრომისმოყვარე, მიზანდასახულ, პასუხისმგებლიან, სამართლიან და წარმატებულ მოქალაქეებად.