ბაქსვუდის მისია

ჩვენ გვწამს, რომ თითოეული ბავშვი უნიკალური ნიჭის მატარებელია. სწორედ ამიტომ, ბაქსვუდის უმთავრესი მისიაა ამ ნიჭის აღმოჩენა და შესაბამისი გარემოს შექმნა მისი მაქსიმალური რეალიზებისათვის.

სკოლა მოწოდებულია, განათლების ქართული და ბრიტანული ტრადიციების უნიკალური შერწყმის გზით, აღზარდოს მომავალი თაობები თანამედროვე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მისცეს მათ საფუძვლიანი საბაზო ცოდნა სხვადასხვა დარგში და განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები წარმატებული სტუდენტობისა და პროფესიული კარიერისათვის.