რატომ ბაქსვუდი?

  1. უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო: ბაქსვუდის სამყარო გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, თქვენი შვილი აღზარდოთ სრულიად დაცულ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რომელშიც ბავშვები მხოლოდ ფიზიკურ სიჯანსაღეზე, ზნეობრივ ღირებულებებზე და ცოდნის მიღებაზე ფიქრობენ. მოსწავლის ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენს ტრანსპორტში ასვლის მომენტიდან მხოლოდ პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშაა;
  2. კონკურენტული ფასი: ბაქსვუდის ბრიტანულ სამყაროში მოხვედრა არც ისეთი ძვირადღირებულია, როგორც ბევრს წარმოუდგენია. ჩვენ გთავაზობთ კერძო სკოლებს შორის ყველაზე ხელმისაწვდომ გადასახადს, რომელშიც შედის:
  • ტრანსპორტირება;
  • კვება;
  • აკადემიური ფორმა;
  • სპორტული ფორმა;
  • სახელმძღვანელოები;
  • დამატებით სასწავლო მასალები;
  • თემატური ექსკურსიები;
  • სასკოლო კლუბების ნაწილი;
  • ინდივიდუალური მეცადინეობა აკადემიური ჩამორჩენის შემთხვევაში.
  1. აღზრდის საუკეთესო პირობები: ბაქსვუდის წარმატების ერთ-ერთი გასაღები აქ შექმნილ კომფორტულ გარემოშია, რომელსაც ერთობლივად ქმნიან ყურადღებიანი და ოპერატიული ადმინისტრაცია, გამართული ინფრასტრუქტურა, კვალიფიციური მზრუნველი, სუფთა სამზარეულო ენერგიული და მოწესრიგებული პერსონალით. მშობლისათვის განსაკუთრებულ კონფორტს ქმნის სკოლის მხრიდან ხარისხიანი და ინტერნსიური კომუნიკაცია, რაც უზრუნველყოფს ოჯახის მაქსიმალურ ინფორმირებულობას ბავშვის განვითარების შესახებ. თითოეული მოსწავლის მიმართ ოჯახურ მზრუნველობას ამარტივებს მცირერიცხოვანი ჯგუფებიც (მაქს. 20 მოსწავლე).
  2. პროფესიონალი მასწავლებლები: ენთუზიაზმი, კვალიფიციურობა, სამართლიანობა, სიახლეების დანერგვა და სწრაფვა განვითარებისაკენ - ეს ბაქსვუდელი მასწავლებლის ძირითადი მახასიათებლებია. სკოლის ყველა პედაგოგი გულდასმით ემზადება თითოეული გაკვეთილისათვის, მაქსიმალურად ერგება მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მუდმივად ანახლებს საკუთარ პროფესიულ პორტფოლიოს და უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებას.
  3. დახვეწილი თანამედროვე მეთოდოლოგია: ჩვენი აკადემიური პროგრამების დევიზია "სწავლის სწავლება", რაც გულისხმობს მყარი მრავალმხრივი საფუძვლის შექმნას წარმატებული უმაღლესი განათლებისა და პროფესიული კარიერისათვის. სკოლის ყველა საგანი პრაქტიკული მეცადინეობებითაა დატვირთული და მომავალ თაობებს თეორიული ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან კავშირს უჩვენებს. პროექტები, პრეზენტაციები, გასვლითი შეხვედრები, როლური სიმულაციები, ინტენსიური გამოკითხვები, გამოცდების ცენტრალიზებული სისტემა - ეს ყველაფერი მაღალი აკადემიური ხარისხის გარანტიაა;
  4. ინგლისური ენის ინტენსიური სწავლება: ბაქსვუდში ინგლისურ ენას გამორჩეული ადგილი უკავია. ეს ჩვენთვის არაა უბრალოდ უცხოური ენის სწავლება. ბაქსვუდელები აქ ინგლისურ ენაზე აზროვნებას ეჩვევიან და თანამედროვე მსოფლიოში წარმატებისაკენ სვლის ძირითად უნარ-ჩვევებს იძენენ. ეს საგანი სკოლის ყველა საფეხურზე გაძლიერებულად ისწავლება და მოსწავლეს კვირაში მინიმუმ 6-7 აკადემიური საათი სრულიად ინგლისურ ენაზე უწევს კომუნიკაცია. ამას ემატება ინგლისური დადგმები, კლასგარეშე აქტივობები, სტატიები და პრეზენტაციები. შედეგად, ინგლისური ჩვენი სკოლის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.
  5. შემეცნებითი მოგზაურობა ბრიტანეთში: ბაქსვუდის ბრიტანულ სკოლასთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს ჩვენს მოსწავლეებს საერთაშორისო გამოცდილება შევთავაზოთ. ყოველ სემესტრში გამორჩეული მოსწავლეები სპეციალურ სასწავლო პროგრამაზე მიემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში, ჰასტინგში, ლონდონის მახლობლად, სადაც ორი კვირის განმავლობაში ეცნობიან ადგილობრივ კულტურას, გარემოს, აკადემიურ პროცესს. საინტერესო მეთოდებით წარადგენენ თავის სკოლას და ქვეყანას. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ თითოეულმა ბაქსვუდელმა თავისი ბრიტანული გამოცდილება დაბრუნების შემდეგ მეგობრებს გაუზიაროს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაყოფიერად გამოიყენოს.
  6. ინდივიდუალური მიდგომა: ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვში არის ნიჭი. ჩვენი მისიაა მისი პოვნა და რეალიზება ბავშვის წარმატებული მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენ გვიყვარს და ვაფასებთ ბუნებით ბეჯით და წარჩინებულ მოსწავლეებს. განსაკუთრებული ენთუზიაზმით კი იმ ბავშვებთან ვმუშაობთ, რომელთაც შრომისა და სწორი ცხოვრებისაკენ ბიძგი სასკოლო გარემოსგან სჭირდებათ. სკოლის დირექცია და ადმინისტრაციული თანამშრომლები თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს იცნობენ, გამუდმებით აფასებენ თითოეულის პროგრესს, დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მშობლებს, არა მხოლოდ რეაგირებენ კონკრეტულ გამოწვევაზე, არამედ თავიდანვე იღებენ შესაბამის ზომებს ნებისმიერი გართულების თავიდან ასაცილებლად. ეს ეხება როგორც ბავშვთა აკადემიურ განვითარებას, ისე პიროვნულ ურთიერთობებსა და სრულფასოვან სოციალიზაციას. მოსწავლეებისა და დირექციის უშუალო ურთიერთობა სკოლაში მეგობრული და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას განაპირობებს.
  7. ღირებული გამოცდილება: სკოლა თავისი არსებობის მე-15 წელს უახლოვდება. თითოეული სასწავლო წელი ადასტურებს ბაქსვუდის წინსვლისა და განვითარების დინამიკას. ჩვენი ინოვაციები, ახალი პროექტები, მზარდი ხარისხიანი პროგრამები, წარმატებული კურსდამთავრებულები, წლის საუკეთესო კერძო სკოლად აღიარება (2011) და საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდოები იმ გამოცდილების შედეგია, რომელიც სკოლის მმართველმა გუნდმა და აკადემიურმა კოლექტივმა მთელ განვლილ პერიოდში დააგროვა.
  8. ოჯახური ატმოსფერო: "Loco Parentis" - "ვზრუნავთ, როგორც მშობელი", დაწყებითი საფეხურის ეს დევიზი ჩვენი სკოლის ერთ-ერთი უნიკალური მახასიათებელია. ბაქსვუდი ერთი დიდი ოჯახია, რომელშიც უფროსები პატარებზე ზრუნავენ, მოსწავლეები ერთმანეთის მოტივაციას ახდენენ, მშობლები ჩვენთან მეგობრობენ. სკოლის თითოეული ტრადიცია, ცერემონიალი და ღირებულება ოჯახის თითოეული წევრისათვის საამაყო და მშობლიურია.