აკადემიური საბჭო

აკადემიური საბჭო ბაქსვუდის სკოლის წარმომადგენლობითი საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც, აკადემიური დირექტორის ხელმძღვანელობით, პერიოდულად განიხილავს, აფასებს და კოორდინაციას უწევს სკოლაში მიმდინარე აკადემიურ პროცესებს. ის აერთიანებს დაწყებითი და უმაღლესი საფეხურების დირექტორებს, საგნობრივი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და სკოლაში მოღვაწე სხვა პედაგოგებს როტაციული პრინციპით. აკადემიური საბჭოს ფარგლებში ბაქსვუდის პედაგოგები და დირექცია ერთმანეთს ღიად უზიარებენ საკუთარ შეხედულებებს სხვადასხვა აკადემიურ საკითხზე, რაც ქმნის ჯანსაღ ატმოსფეროს და მყარ საფუძველს დირექციის კომპეტენტური გადაწყვეტილებებისათვის.