მობილობა

დაწყებით საფეხურზე (I-V კლასები)

მოსწავლის გადმოყვანა ჩვენს სკოლაში შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს. ამისათვის, პირველ რიგში, სკოლის ადმინისტრაციასთან უნდა გადაამოწმოთ (577 992-993) არის თუ არა თავისუფალი ადგილი თქვენთვის სასურველ კლასში. ვაკანტური ადგილის შემთხვევაში, ინიშნება შეხვედრა დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელთან, ქ-ნ თამარ დემეტრაძესთან და სასურველ კლასის დამრიგებელთან, რათა შემოწმდეს მოსწავლის ცოდნის დონე (ტესტირებით ან გასაუბრებით) და გაიცეს შესაბამისი რეკომენდაცია. ამ პროცედურის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ხდება ხელშეკრულების გაფორმება და მოთხოვნის საბუთის გაგზავნა იმ სკოლაში, საიდანაც ხდება მოსწავლის მობილობა.

იმ შემთხვევაში, თუ სასურველ საფეხურზე თავისუფალი ადგილი არ არის, ხდება მოსწავლის სარეზერვო ბაზაში ჩაწერა, სკოლა მშობელს უკავშირდება თავისუფალი ადგილის გაჩენის შემთხვევაში.

უმაღლეს საფეხურზე (VI-XII კლასები)

ბაქსვუდის უმაღლეს სკოლაში მოსწავლეთა გადმოყვანა შესაძლებელია მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.

ახალი მოსწავლის მიღება ხდება 8 ძირითად საგანში გასაუბრების ან ტესტირების და სკოლის დირექტორთან გასაუბრების საფუძველზე.

მოსწავლე მიიღება თუ:

  • მინიმუმ 6 საგანში ცოდნის დონე ფასდება დამაკმაყოფილებლად ან უფრო უკეთესად ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მინიმალური ბარიერიდან გამომდინარე -5.0 (ბაქსვუდის სკოლის შეფასების სკალაზე 5-ზე მაღალი ქულით);
  • არც ერთ საგანში მოსწავლის დონე არ ფასდება 0 ით;
  • ქართულ ენაში, ინგლისურსა და მათემატიკაში მოსწავლის ცოდნა ფასდება მინიმუმ 6-იანით;
  • მოსწავლე ავლენს შესაბამის ინტერესსა და პოტენციალს ბაქსვუდში სწავლის გასაგრძელებლად.

პროცედურის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ხდება ხელშეკრულების გაფორმება და მოთხოვნის საბუთის გაგზავნა იმ სკოლაში, საიდანაც ხდება მოსწავლის მობილობა.

იმ შემთხვევაში, თუ სასურველ საფეხურზე თავისუფალი ადგილი არ არის, ხდება მოსწავლის სარეზერვო ბაზაში ჩაწერადა მასთან დაკავშირება მოხდება თავისუფალი ადგილის გაჩენისთანავე.