პირობები და პროცედურები

დაწყებითი სკოლის პირველ კლასში ან სკოლამდელი აღზრდის ცენტრში მოსწავლის ჩასარიცხად, მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ ბმული)

  2. დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

  3. მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა.

  4. ორი ფოტო სურათი 3x4 ზე, CD დისკთან ერთად.

  5. მშობელთა პირადობის მოწმობის ასლები.


შენიშვნა: პირველ კლასში მოსწავლის მიღების აუცილებელი წინაპირობაა, რომ პირველი სასწავლო წლის დასაწყისისათვის მოსწავლე უკვე იყოს 6 წლის.