აკადემიურ-ადმინისტრაციული მოწყობა და მმართველობის სისტემა

მუხლი 9: მმართველობის სტრუქტურა;

მუხლი 10: დამფუძნებელთა საბჭო;

10.1 დამფუძნებელთა საბჭო ბაქსვუდის სკოლის უმაღლესი მმართველი ორგანოა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე;

10.2 დამფუძნებელთა საბჭო ნიშნავს გენერალურ დირექტორს;

10.3 დამფუძნებელთა საბჭო უფლებამოსილია მიიღოს, გააუქმოს ან/და შეცვალოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სკოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

მუხლი 11: სკოლის დირექცია;

11.1 სკოლის დირექცია სკოლის მთავარი აღმასრულებელი ორგანოა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: გენერალური დირექტორი, აკადემიური დირექტორი, დაწყებითი სკოლის დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე/ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მუხლი 12: დაწყებითი და უმაღლესი სკოლები;

12.1 ბაქსვუდის სკოლა დაყოფილია ორ პროგრამულ ნაწილად: დაწყებით და უმაღლეს სკოლებად;

12.2 დაწყებითი სკოლა მოიცავს სკოლის მოსამზადებელ საფეხურს და სწავლების დაწყებით საფეხურს პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით;

12.3 დაწყებით სკოლას ხელმძღვანელობს დაწყებითი სკოლის დირექტორი;

12.4 უმაღლესი სკოლა მოიცავს სწავლების საბაზო და საშუალო საფეხურებს მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით;

12.5 უმაღლეს სკოლას ხელმძღვანელობს სკოლის აკადემიური დირექტორი;

12.6 სკოლის ორივე საფეხურის აკადემიური პროგრამა მუშავდება აკადემიური საბჭოს მიერ და მტკიცდება სკოლის აკადემიური დირექტორის ბრძანებით.

მუხლი 13: აკადემიური საბჭო;

13.1 აკადემიური საბჭო წარმოადგენს ბაქსვუდის საკონსულტაციო/სათათბირო ორგანოს, რომელიც შეიმუშავებს სკოლის აკადემიურ პროგრამას, განიხილავს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს და გადაწყვეტილებებს გადასცემს სკოლის აკადემიურ დირექტორს დასამტკიცებლად და განსახორციელებელად.

13.2 აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობაა 15, საიდანაც 9 - განსაზღვრულია პოზიციური პარიტეტით, ხოლო 6 - მტკიცდება როტაციული პრინციპით.

13.3 აკადემიური საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს სკოლის აკადემიური დირექტორი ყოველი აკადემიური წლის დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე;

13.4 პოზიციური პარიტეტით განსაზღვრული წევრები არიან: სკოლის აკადემიური დირექტორი (საბჭოს თვმჯდომარე), დაწყებითი სკოლის დირექტორი და შვიდი საგნობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

13.5 არაპარიტეტული წესით განსაზღვრული 6 წევრი ირჩევა სკოლის აკადემიური დირექტორის მიერ აკადემიური პერსონალიდან ისე, რომ მინიმუმ 3 წევრი იყოს დაწყებითი სკოლის მასწავლებელი.

13.6 გენერალური დირექტორის ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია ვადამდე შეუჩეროს წევრს სტატუსი და, სემესტრის მიმდინარეობისას, მის ნაცვლად მოითხოვოს ახალი კანდიდატურის წარდგენა სკოლის აკადემიური დირექტორის მხრიდან. მსგავსი საკითხის დაყენების შესახებ, წევრს უნდა ეცნობოს გასამართ სხდომამდე არაუგვიანეს 3 დღის ადრე. ამ შემთხვევაში, წევრი, რომლის გათავისუფლების საკითხიც დგას, არ იღებს მონაწილეობას მის შესახებ გამართულ კენჭისყრაში;

13.7 სკოლის ნებისმიერ მასწავლებელს ან სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელს უფლება აქვს დაესწროს აკადემიური საბჭოს სხდომას. ამის შესახებ მან წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უნდა აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს სხდომის ჩატარებამდე არაუგვიანეს ერთი დღისა (გარდა საგანგებო შემთხვევებისა);

13.8 აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი შემდეგია:

13.8.1 შეიმუშავებს და ამტკიცებს საგნობრივი დეპარტამენტების საქმიანობის მოკლე და გრძელვადიან გეგმებს;

13.8.2 საგნობრივი დეპარტამენტების წარდგინებით, განიხილავს თითოეული საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას, შესაბამისი სასწავლო კურსების სილაბუსებს და სახელმძღვანელოებს;

13.8.3 განსაზღვრავს საგნობრივი დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან;

13.8.4 საგნობრივი დეპარტამენტების წარდგინებით, განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ერთიან სტანდარტსა და პროცედურებს თითოეული სასწავლო საფეხურისათვის;

13.8.5 საგნობრივი დეპარტამენტების წარდგინებით, განსაზღვრავს სტუდენტთა და პედაგოგთა შეფასების სტანდარტებსა და პროცედურებს;

13.8.6 უზრუნველყოფს პედაგოგთა მხრიდან სკოლის აკადემიური თუ არააკადემიური წესების ზედმიწევნით დაცვას და შეიმუშავებს შესაბამის ზომებს;

13.8.7 უფლებამოსილია განიხილოს ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია დაწყებითი ან უმაღლესი სკოლის აკადემიურ საქმიანობასთან.

13.8.8 აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სხდომაზე მოიწვიოს სკოლის ნებისმიერი სხვა (არაწევრი) მასწავლებელი ან სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელი და მოისმინოს მისი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

13.9 აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს საბჭოს თავმჯდომარე – სკოლის აკადემიური დირექტორი, რომელიც ასევე განსაზღვრავს თითოეული სხდომის დღის წესრიგსაც, წევრებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე;

13.10 აკადემიური საბჭოს სხდომას სემესტრში ორჯერ ან/და დამატებითი საჭიროების მიხედვით, იწვევს თავმჯდომარე, რომელიც, ადმინისტრაციის დახმარებით, უზრუნველყოფს საბჭოს წევრების ინფორმირებას სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ სხდომამდე არაუგვიანეს 2 დღისა (საგანგებო შემთხვევების გარდა);

13.11 აკადემიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგს, გენერალურ დირექტორთან შეთანხმებითა და დეპარტამენტებთან კონსულტაციით, ადგენს საბჭოს თავმჯდომარე;

13.12 სკოლის აკადემიური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს დაწყებითი სკოლის დირექტორი;

13.13 აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა 2/3;

13.14 ყველა ტიპის გადაწყვეტილების მიღება ხდება ღია კენჭისყრით. კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს ფარულად, თუ ამას მხარს დაუჭერს საბჭოს სხდომის დამსწრეთა მარტივი უმრავლესობა (ნახევარზე მეტი);

13.15 გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ ხმას მისცემს აკადემიური საბჭოს სხდომის დამსწრეთა მარტივი უმრავლესობა. ხმების გაყოფის შემთხვევაში, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. ხმების განმეორებით კენჭისყრაზე გაყოფის შემთხვევაში, მიღებულად ჩაითვლება ის გადაწყვეტილება რომელსაც ხმა მისცა საბჭოს თავმჯდომარემ;

13.16 საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა და მოწვეულ პირთა სია, განხილული საკითხების ჩამონათვალი და მიღებული გადაწყვეტილებები შეიტანება სხდომის ოქმში (დანართი 1), რომელსაც ადგენს სხდომის მდივანი და აწერს ხელს;

13.17 აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამისი სხდომის ოქმს ხელს აწერს სკოლის აკადემიური დირექტორი და უსვამს სკოლის ბეჭედს;

13.18 თუ სკოლის აკადემიური დირექტორი არ აწერს ხელს სხდომის ოქმს, ეს ნიშნავს, რომ ის არ იზიარებს ოქმში მოცემულ რომელიმე გადაწყვეტილებას ან გადაწყვეტილებებს. ამ შემთხვევაში, დირექტორს აქვს უფლება მოითხოვოს აკადემიური საბჭოსაგან მითითებული გადაწყვეტილების გადახედვა და ხელმეორედ განხილვა მომდევნო ან საგანგებო სხდომაზე;

13.19 13.18 პუნქტში აღწერილ შემთხვევაში, საგანგებო სხდომის ოქმი, თუ ეს სხდომა ეხება სკოლის აკადემიური დირექტორისაგან უარყოფილი გადაწყვეტილების გადახედვას, ფიქსირდება, როგორც წინა (რიგითი) სხდომის ოქმის დამატება;

13.20 თუ სკოლის აკადემიური დირექტორის მიერ უარყოფილ გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო კვლავ პირველადი სახით მიიღებს, ამ შემთხვევაში, საკითხის გადაწყვეტა მთლიანად გადადის გენერალური დირექტორის კომპეტენციაში;

13.21 გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს ან შეცვალოს აკადემიური საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება;

მუხლი 14: საგნობრივი დეპარტამენტები

14.1 საგნობრივი დეპარტამენტი წარმოადგენს აკადემიურ ერთეულს, რომელიც კოორდინაციას უწევს მასში გაერთიანებული საგანთა ჯგუფის სწავლებას;

14.2 ბაქსვუდის სკოლაში ფუნქციონირებს 7 საგნობრივი დეპარტამენტი:

14.2.1 საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დეპარტამენტი: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ბუნება, ბუნების საინტერესო მოვლენები;

14.2.2 ზუსტი მეცნიერებების დეპარტამენტი: მათემატიკა, ლოგიკა და მათემატიკური უნარ-ჩვევები;

14.2.3 საზოგადოებრივი მეცნიერებების დეპარტამენტი: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება;

14.2.4 ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტი: ქართული ენა და ლიტერატურა;

14.2.5 უცხოური ენების დეპარტამენტი: ინგლისური, რუსული, ფრანგული, ესპანური, გერმანული;

14.2.6 ესთეტიკური აღზრდისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი: მუსიკა, ხელოვნება, საინფორმაციო ტექნოლოგიები;

14.2.7 სპორტის დეპარტამენტი: ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ჰოკეი, ფარიკაობა, კარატე, ცეკვა და ა.შ.

14.3 თითოეული დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის დაწყებითი და უმაღლესი სკოლების შესაბამისი საგნების ყველა მასწავლებელი განურჩევლად საათობრივი დატვირთვისა;

14.4 დეპარტამენტების საქმიანობის პრიორიტეტებია:

14.4.1 სასწავლო პროცესის სრულყოფა;

14.4.2 სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

14.4.3 ბავშვზე ორიენტირებული სწავლების უზრუნველყოფა;

14.4.4 პედაგოგთა პროფესიული ზრდა;

14.4.5 თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან და ინტეგრირებული სწავლების უზრუნველყოფა.

14.5 საგნობრივი დეპარტამენტის პასუხისმგებლობაა:

14.5.1 საგანთა ჯგუფის სწავლების კოორდინირება;

14.5.2 საგნის სწავლების ერთიანი, ბაქსვუდის სტანდარტის, ინსტრუქციისა და მასწავლებლის გზამკვლევის შემუშავება;

14.5.3 საგნის ერთიანი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასწავლო კურსის ჩამოყალიბება;

14.5.4 ყოველი კლასისა და საფეხურის ბოლოს მისაღწევი მიზნებისა და შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა;

14.5.5 მოსწავლეთა გამოკითხვისა და ტესტირების საგნობრივი სტანდარტის შემუშავება;

14.5.6 საგნის მასწავლებელთა ინდივიდუალური ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება;

14.5.7 ე.წ. “ესთაფეტის გადაცემის” ტრადიციის შემოღება;

14.5.8 ახალი სტრატეგიების შემუშავება სწავლისადმი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის;

14.5.9 ძირითადი სახელმძღვანელოებისა და დამატებითი სასწავლო მასალის შერჩევა, განხილვა და წარდგინება აკადემიური საბჭოსათვის;

14.5.10 რეკომენდაციების გაწევა დირექციისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის სპეციალური ინდივიდუალური გეგმის შემუშავების მიზნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

14.5.11 დეპარტამენტის სამუშაო გეგმის და დღის წესრიგების განხილვა და აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა;

14.5.12 პროგრამებისა და კურსების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაზე მუშაობა;

14.5.13 სკოლის დამატებითი სასწავლო სტანდარტის შემუშავება და აკადემიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

14.5.14 სააბიტურო პროგრამის მინიმალური და მაქსიმალური სტანდარტის განხილვა: მიზნებისა და ამოცანების დასახვა;

14.5.15 პედაგოგთა გაკვეთილზე ურთიერთდასწრების უზრუნველყოფა;

14.5.16 საგნის სწავლების მდგომარეობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება აკადემიურ საბჭოსთან ერთად;

14.5.17 შიდა სასკოლო კონფერენციების, პრეზენტაციების, ტრენინგ–სემინარების და სხვა თემატური ღონისძიებების მომზადება-ორგანიზება;

14.5.18 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სასარგებლო ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება;

14.5.19 დეპარტამენტებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა და ინტეგრირებული სწავლების მეთოდების დანერგვა;

14.5.20 მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდისთვის მომზადება;

14.5.21 ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების მონიტორინგი და განხილვა;

14.5.22 საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და სკოლის აკადემიური საბჭოსთვის წარდგენა;

14.5.23 გასვლით ღონისძიებებსა და ექსკურსიებს, იწვევს გამოჩენილ ადამიანებს;

14.5.24 მასწავლებელთა შეფასების კრიტერიუმებისა და ინდიკატორების დადგენა;

14.5.25 დეპარტამენტების ოთახებისა და ლაბორატორიების მოწყობა და მათზე ზრუნვა;

14.5.26 ღია კარის დღეებისა და მშობელთა კრებების ჩატარება;

14.5.27 საგნობრივი დეპარტამენტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ სამუშაო პროცესში დროებით მოიწვიოს სკოლის ნებისმიერი სხვა (არაწევრი) მასწავლებელი ან სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელი და მოისმინოს მისი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

14.6 დეპარტამენტი იკრიბება მინიმუმ სემესტრში ორჯერ;

14.7 დეპარტამენტის ხელმძღვანელი და/ან სკოლის აკადემიური დირექტორი უფლებამოსილნი არიან მოიწვიონ დეპარტამენტის სხდომა ნებისმიერ დროს საჭიროებიდან გამომდინარე;

14.8 დეპარტამენტის სხდომის ჩატარების წესს, მის ფორმატს და პროცედურებს განსაზღვრავს დეპარტამენტი სკოლის აკადემიურ დირექტორთან შეთანხმებით;

14.9 დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალდებულია, უზრუნველყოს მინიმუმ სემესტრში ორჯერ მიაწოდოს დირექციას ჩატარებული სხდომის/სხდომების ოქმი (დანართი 1) დასამოწმებლად;

14.10 დეპარტამენტს ჰყავს ხელმძღვანელი - წევრ მასწავლებელთაგან ერთ-ერთი, რომელიც ინიშნება სკოლის აკადემიური დირექტორის მიერ ერთი აკადემიური წლის ვადით;

14.11 დამფუძნებელთა საბჭო უფლებამოსილია, გენერალური დირექტორის ან სკოლის აკადემიური დირექტორის წინადადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, ვადამდე შეუწყვიტოს ხელმძღვანელს უფლებამოსილება და მის ნაცვლად მოითხოვოს ახალი კანდიდატურის წარდგენა. ხელმძღვანელი, მიუხედავად უფლებამოსილების შეწყვეტისა, ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს დეპარტამენტის მიმდინარე საქმეების ახალი ხელმძღვანელისთვის გადაბარების პროცესში;

14.12 მოცემული დებულებების საფუძველზე, თითოეული დეპარტამენტი უფლებამოსილია, შეადგინოს საკუთარი სამოქმედო გეგმა/სტრატეგია და, აკადემიური საბჭოს მიერ მისი დამტკიცების შემდეგ, წარმართოს საქმიანობა მისი მიხედვით.

მუხლი 15: სკოლის ადმინისტრაცია

15.1 სკოლის ადმინისტრაცია წარმოადგენს ადმინისტრაციული სამსახურებისა და თანამშრომლების ერთობას, რომლის მიზანია სკოლის აკადემიური პროცესის ტექნიკური, ლოჯისტიკური, ადმინისტრაციული, ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა სკოლის მისიის სრულყოფილი განხორციელებისათვის;

15.2 სკოლის ადმინისტრაციის კოორდინაციას ახდენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი/გენერალური დირექტორის მოადგილე;

15.3 ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედიან შემდეგი სამსახურები:

ა) კვების სამსახური

ბ) დაცვის სამსახური

გ) სატრანსპორტო სამსახური

დ) სამეურნეო სამსახური

ე) ფინანსური სამსახური

ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი;

თ) იურისტი;

ი) ექიმი

მუხლი 16: სამდივნო

16.1 სამდივნო წარმოადგენს სკოლის ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც საქმიანობას ახორციელებს უშუალოდ გენერალური დირექტორის დაქვემდებარებაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, აკადემიურ დირექტორთან და დაწყებითი სკოლის დირექტორთან კოორდინაციით;

16.2 სამდივნოს შემადგენლობა განსაზღვრულია სამი თანამშრომლით: მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ლოჯისტიკისა და გადასახადების მონიტორინგის მენეჯერი, ადმინისტრაციული ასისტენტი.

მუხლი 17: თანამშრომელთა ძირითადი ფუნქციები

17.1 გენერალური დირექტორი (PRINCIPAL):

17.1.1 ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს - კონსტიტუციას;

17.1.2 წყვეტს სკოლის განვითარების გლობალურ საკითხებს, შეიმუშავებს და განიხილავს სკოლის საქმიანობის სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიმართულებებს;

17.1.3 განსაზღვრავს სკოლის სტუქტურასა და საშტატო განრიგს, პედაგოგთა და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებსა და მათი მატერიალური სტიმულირების სხვა სახეებს;

17.1.4 განიხილავს და წყვეტს სკოლის აკადემიური დირექტორის, დაწყებითი სკოლის დირექტორის და გენერალური დირექტორის მოადგილის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხს. ასევე, უფლება აქვს, უარი თქვას სკოლის რომელიმე ვაკანტური პოზიციის/თანამდებობისათვის სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ წარდგენილ/შერჩეულ ნებისმიერ კანდიდატურაზე;

17.1.5 განიხილავს და ამტკიცებს სკოლის ხარჯთაღრიცხვას;

17.1.6 წარმართავს და კოორდინაციას უწევს სამდივნოს საქმიანობას;

17.1.7 საჭიროების ან სურვილის შემთხვევაში, ისმენს სკოლის აკადემიური დირექტორის, დაწყებითი სკოლის დირექტორის, სკოლის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და პროგრამების კოორდინატორების/მენეჯერების ანგარიშებს;

17.1.8 გასცემს რეკომენდაციებსა და შენიშვნებს სკოლის ნებისმიერი თანამშრომლის მისამართით სასკოლო საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;

17.1.9 ადმინისტრაციის ხელმძღანელის, სკოლის აკადემიური დირექტორის ან/და დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, ავადმყოფობა და სხვა) ავტომატურად ითავსებს მათ ფუნქციებსაც;

17.1.10 იგი არის სკოლის ოფიციალური წარმომადგენელი სხვა იურიდიულ თუ კერძო პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გადასცეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება თავის ნებისმიერ თანმშრომელს.

17.2 აკადემიური დირექტორი (HEADMASTER):

17.2.1 აკადემიურ დირექტორს განსაზღვრული ვადითა და ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს სკოლის გენერალური დირექტორი;

17.2.2 აკადემიური დირექტორი წარმართავს და კოორდინაციას უწევს სკოლის აკადემიური და არააკადემიური პროგრამების/დეპარტამენტების ხელმძღვანელების საქმიანობას;

17.2.3 უზრუნველყოფს სკოლის კონსტიტუციის, სკოლის წესებისა და დღის რეჟიმის განუხრელად შესრულებას;

17.2.4 განათლების შესახებ კანონით, სკოლის კონსტიტუციითა და ორმხრივი ხელშეკრულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, გასცემს ყველა დაქვემდებარებული თანამშრომლისათვის სავალდებულო ბრძანებებსა და დროებით ინსტრუქციებს;

17.2.5 უფლებამოსილია გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით, განახორციელოს საკადრო პოლიტიკა – ორმხრივი ხელშეკრულების პირობებით სკოლაში მიიღოს ან გაათავისუფლოს აკადემიური პერსონალის წევრები ან ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ (სრულად) ექვემდებარებიან სკოლის აკადემიურ დირექტორს: აკადემიურ საქმეთა ასისტენტი და ჰაუსმასტერები;

17.2.6 ვალდებულია, იზრუნოს ჯანსაღი სოციალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის (გარემოს) შექმნაზე სკოლაში, სამართლიანად და მშვიდობიანად მოაგვაროს შესაძლო კონფლიქტები თუ უთანხმოებანი;

17.2.7 არ დატოვოს რეაგირების გარეშე მოსწავლის, თანამშრომლის ან მშობლის მიერ მის წინაშე დასმული ნებისმიერი პრობლემური საკითხი;

17.2.8 ხელმძღვანელობს სკოლის აკადემიურ საბჭოს და ამტკიცებს ან უარყოფს (ხელმეორე განხილვისათვის) მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

17.2.9 ხელმძღვანელობს სკოლის აკადემიური პროგრამის განხორციელებას და ახდენს კოორდინაციას დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელთან;

17.2.10 ყოველდღიურ რეჟიმში უშუალოდ ხელმძღვანელობს უმაღლესი სკოლის (საბაზო და საშუალო საფეხურების) საქმიანობას, სასკოლო ცხოვრებას და მის ყველა მიმართულებას, წარმართავს ჰაუსების ცხოვრებას, სასკოლო შეკრებებს, ამტკიცებს გაკვეთილების ცხრილს, სკოლის მუშაობის განრიგს, გახანგრძლივებული დღის რეჟიმს და სხვ.;

17.2.11 კოორდინაციას უწევს დეპარტამენტების საქმიანობას, აკეთებს მათი საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას;

17.2.12 იხილავს და არჩევს პედაგოგთა და მოსწავლეთა კანდიდატურებს საზღვარგარეთ მივლინებისა და სწავლისათვის;

17.2.13 ზრუნავს საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაზე, გაუმჯობესებასა და შემდგომ განვითარებაზე;

17.2.14 პასუხისმგებელია სკოლის სასწავლო გეგმებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე;

17.2.15 მოიძიებს და ნერგავს ახალ მეთოდოლოგიებს, მიდგომებსა და აქტივობებს;

17.2.16 ეხმარება მასწავლებლებსა და აღმზრდელებს მათი მუშაობის დაგეგმვაში, შესრულებასა და შეფასებაში;

17.2.17 პერიოდულად ორგანიზებას უკეთებს დეპარტამენტებთან და მასწავლებლებთან შეხვედრას;

17.2.18 პერიოდულად აკვირდება და აფასებს მასწავლებელთა საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში, გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;

17.2.19 ხელმძღვანელობს სკოლის შეფასებისა და გამოცდების სისტემას.

17.2.20 ზრუნავს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე და შესაბამის რეკომენდაციებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კოორდინაციით, აძლევს გენერალურ დირექტორს;

17.2.21 მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან ერთად, პასუხისმგებელია საბაზო და საშუალო საფეხურებზე გადმომსვლელ პოტენციურ მშობლებთან ურთიერთობაზე სასწავლო პროგრამებისა და მასწავლებლების გაცნობა, ახალ მოსწავლესთან გასაუბრება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და სხვა;

17.2.22 პასუხისმგებელია უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან კომუნიკაციაზე;

17.2.23 უფლება აქვს, რეკომენდაცია მისცეს გენერალურ დირექტორს სკოლის სპეცფონდიდან ხელმოკლე ოჯახის შვილების დახმარებისა და დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის პრემიების დაწესების თაობაზე;

17.2.24 შეუძლია გენერალურ დირექტორს გადასცეს რეკომენდაციები კონკრეტულ მოსწავლეთათვის სტიპენდიის/ფინანსური დახმარების დანიშვნის/მოხსნის თაობაზე;

17.2.25 წარმართავს ურთიერთობას სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო საგანამანათლებლო ორგანიზაციებთან, თუკი ეს ურთიერთობა ეხება სკოლის აკადემიურ ან ისეთ არააკადემიურ საკითხებს, რომლებიც უშუალოდ შედის სკოლის აკადემიური დირექტორის კომპეტენციაში;

17.2.26 იგი შეიძლება იყოს სკოლის ოფიციალური წარმომადგენელი სხვა იურიდიულ თუ კერძო პირებთან ურთიერთობაში, თუკი ეს ურთიერთობა ეხება სკოლის აკადემიურ ან ისეთ არააკადემიურ საკითხებს, რომლებიც უშუალოდ შედის სკოლის აკადემიური დირექტორის კომპეტენციაში;

17.2.27 შეიმუშავებს და დამფუძნებელთა საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად მიმდინარე და პერსპექტიულ სამუშაო გეგმებს;

17.2.28 უფლებამოსილია, შესაბამისი სამსახურის/თანამშრომლის ხელმძღვანელთან უშუალო კონსულტაციით, გასცეს რეკომენდაციები სკოლის იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა საქმიანობაც არაა მის უშუალო დაქვემდებარებაში, მაგრამ პირდაპირ კავშირშია სასკოლო ცხოვრების რომელიმე ან რამდენიმე მიმართულებასთან;

17.2.29 სასწავლო წლის ბოლოს აკადემიური დირექტორი გაწეული მუშაობისა და მიღწეული შედეგების შესახებ წლიურ ანგარიშს წარადგენს დამფუძნებელთა საბჭოს წინაშე;

17.3 დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელი (HEAD OF JUNIOR SCHOOL)

17.3.1 კოორდინაციას უწევს მოსამზადებელი პროგრამისა და დაწყებითი კლასების (I-VI კლასები) საქმიანობას;

17.3.2 პასუხისმგებელია დაწყებითი კლასების მშობლებთან კომუნიკაციაზე;

17.3.3 პასუხისმგებელია დაწყებითი სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების ინტერესების დაცვაზე და კოლეგიალური და მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებაზე;

17.3.4 აქტიურად თანამშრომლობს სკოლის აკადემიურ დირექტორთან დაწყებითი კლასების სასწავლო პროგრამაზე, მეთოდოლოგიაზე, გეგმებზე და სხვა მიმდინარე საკითხებზე;

17.3.5 მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან ერთად, პასუხისმგებელია დაწყებით კლასებში გადმომსვლელ პოტენციურ მშობლებთან ურთიერთობაზე – სასწავლო პროგრამებისა და მასწავლებლების გაცნობა, ახალ მოსწავლესთან გასაუბრება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და სხვა;

17.3.6 მუდმივად ზრუნავს დაწყებითი კლასის დამრიგებელთა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

17.3.7 რეგულარულად აწყობს შეხვედრებს დაწყებითი სკოლის მასწავლებლებთან მიმდინარე აკადემიური თუ ტექნიკური ხასიათის საკითხების განსახილველად;

17.3.8 მოიძიებს და სკოლის აკადემიურ დირექტორთან კონსულტაციით ნერგავს ახალ მეთოდოლოგიებს, მიდგომებსა და აქტივობებს;

17.3.9 სკოლის აკადემიური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას.

17.4 გენერალური დირექტორის მოადგილე/ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

17.4.1 საქმიანობას ახორციელებს გენერალური დირექტორის უშუალო დაქვემდებარებაში სკოლის აკადემიურ დირექტორთან და დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელთან კოორდინაციით;

17.4.2 კოორდინაციას და მონიტორინგს უწევს ადმინისტრაციული სამსახურებისა და თანამშრომლების საქმიანობას;

17.4.3 გენერალური დირექტორის თანხმობით, წყვეტს ადმინისტრაციის თანამშრომელთა დანიშვნა/გათავისუფლების საკითხებს;

17.4.4 უფლებამოსილია, შესაბამისი სამსახურის/თანამშრომლის ხელმძღვანელთან უშუალო კონსულტაციით, გასცეს რეკომენდაციები სკოლის იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა საქმიანობაც არაა მის უშუალო დაქვემდებარებაში, მაგრამ პირდაპირ კავშირშია სასკოლო ცხოვრების რომელიმე ან რამდენიმე მიმართულებასთან;

17.4.5 შეიმუშავებს და გენერალურ დირექტორს წარუდგენს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების მოკლე და გრძელვადიან გეგმებს;

17.4.6 ზრუნავს სკოლის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე და ამ მიზნის მისაღწევად საჭირო პარტნიორების, ინოვაციებისა და მიდგომების მოძიებაზე;

17.4.7 უფლებამოსილია, გენერალურ დირექტორს წარუდგინოს რეკომენდაციები ადმინისტრაციულ თანამშრომელთა პრემიებისა და სანქციების შესახებ.

17.5 მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

17.5.1 საქმიანობას ახორციელებს გენერალური დირექტორის უშუალო დაქვემდებარებაში სკოლის აკადემიურ დირექტორთან და დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელთან კოორდინაციით;

17.5.2 ზრუნავს სკოლის იმიჯზე და მის გაუმჯობესებაზე;

17.5.3 მუშაობს სკოლისა და მისი ცალკეული ერთეულების/პროგრამების/სერვისების ბრენდინგზე;

17.5.4 ახდენს კონკურენტების პერიოდულ შესწავლას და საგანმანათლებლო ბაზრის სიახლეების პერიოდულ მიწოდებას სკოლის მენეჯმენტისათვის;

17.5.5 ახორციელებს ახალი, პოტენციური და არსებული მოსწავლეების მშობლებთან კომუნიკაციას გენერალური დირექტორის, სკოლის აკადემიური დირექტორისა და დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელის მითითებით;

17.5.6 ახდენს სკოლის ვებ–გვერდისა და ფეისბუქის გვერდის მუდმივ მონიტორინგსა და განახლებას;

17.5.7 მონაწილეობს სკოლის ფარგლებში ან მისი მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში და წარმართავს შესაბამის შიდა და გარე პიარ კამპანიებს;

17.5.8 ახდენს სკოლის საქმიანობის მიმართ შიდა აუდიტორიის (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, სხვა თანამშრომლები) განწყობისა და დამოკიდებულების მონიტორინგს და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებას (ზეპირი გამოკითხვები, შეფასების ფორმები, ა.შ);

17.5.9 პასუხობს სკოლის “ცხელ ხაზს” და შემოსული ზარის შინაარსიდან გამომდინარე ახდენს შესაბამის რეაგირებას/გადამისამართებას;

17.5.10 იძიებს ინფორმაციას ტრენინგების, კონფერენციების და სემინარების შესახებ და ახდენს მასწავლებლების ინფორმირებას;

17.5.11 საჭიროების შემთხვევაში, ან გენერალური დირექტორის/სკოლის აკადემიური დირექტორის/დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელის მითითებით, ახორციელებს ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების დახმარებას.

17.6 ლოჯისტიკისა და გადასახადების მონიტორინგის მენეჯერი:

17.6.1 საქმიანობას ახორციელებს გენერალური დირექტორის უშუალო დაქვემდებარებაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, სკოლის აკადემიურ დირექტორთან და დაწყებითი სკოლის დირექტორთან კოორდინაციით;

17.6.2 ახორციელებს მშობელთა მხრიდან სწავლის საფასურის გადახდის მონიტორინგს;

17.6.3 წარმართავს კომუნიკაციას მშობლებთან და სკოლის თანამშრომლებთან ფინანსურ საკითხებზე;

17.6.4 გენერალური დირექტორის, სკოლის აკადემიური დირექტორისა და დაწყებითი სკოლის დირექტორის მითითებით, ახდენს კომუნიკაციას მასწავლებლებთან შიდა სასკოლო საკითხებზე;

17.6.5 დახმარებას უწევს სკოლის მასწავლებლებს გასვლითი ღონისძიებების (მაგ: ექსკურსიების) ორგანიზებაში;

17.6.6 მშობლებთან კონტრაქტების გაფორმებას, საჭიროებისამებრ განახლებას და სკოლის იურისტთან კონსულტაციას;

17.6.7 კონტრაქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე მშობლებთან კომუნიკაციას;

17.6.8 მასწავლებელთა დასწრების აღრიცხვას და ამ საკითხზე შესაბამისი საფეხურის ხელმძღვანელთა (სკოლის აკადემიური დირექტორის ან დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელის) ინფორმირებას;

17.6.9 კლუბების კოორდინაციას, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების შედგენას, კლუბის ტრენერებთან კომუნიკაციას და ა.შ;

17.6.10 სკოლის ფორმების, პასპორტების, დღიურების და სხვა სასკოლო ნივთების მიღება–გაცემის კოორდინაციას;

17.6.11 მოსწავლის გაცდენის შემთხვევაში უკავშირდება მშობელს და აზუსტებს მოსწავლის გაცდენის მიზეზს;

17.6.12 საჭიროების შემთხვევაში ან გენერალური დირექტორის/სკოლის აკადემიური დირექტორის/დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელის მითითებით, ახორციელებს ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების დახმარებას.

17.7 ადმინისტრაციული ასისტენტი:

17.7.1 ვალდებულია გაუწიოს დახმარება ადმინისტრაციისა და სამდივნოს თანამშრომლებს საკუთარი ფუნქციების ეფექტურად შესრულებაში;

17.7.2 ტექნიკურ დახმარებას უწევს სკოლის მასწავლებლებს, ახდენს შემაჯამებელი დავალებების ან საოლიმპიადე ტესტების, დამატებითი მასალების მომზადებას (ამობეჭდვა და ქსეროასლების გადაღება);

17.7.3 წარმართავს სკოლის ბიბლიოთეკის მონიტორინგს, წიგნების და სხვა სასწავლო მასალების მიღება–გაცემის აღრიცხვას;

17.7.4 ამზადებს ნებისმიერი სახის ცნობებს მშობლის, მოსწავლის ან სკოლის ნებისმიერი თანამშრომლისათვის.

17.7.5 საჭიროების შემთხვევაში ან გენერალური დირექტორის/სკოლის აკადემიური დირექტორის/დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელის მითითებით, ახორციელებს ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების დახმარებას.

17.8 აკადემიურ საქმეთა ასისტენტი:

17.8.1 საქმიანობას ახორციელებს სკოლის აკადემიური დირექტორის უშუალო დაქვემდებარებაში მასთან და დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელთან კოორდინაციით;

17.8.2 აწესრიგებს სკოლის შიდა დოკუმენტაციასა და კორესპონდენციას, ახდენს შემოსული და გაგზავნილი წერილების, შიდა ბრძანებებისა (დანართი 2) და განცხადებების მონიტორინგს, აღრიცხვასა და შენახვას;

17.8.3 ტექნიკურ დახმარებას უწევს სკოლის მასწავლებლებს, ახდენს შემაჯამებელი დავალებების ან საოლიმპიადე ტესტების, დამატებითი მასალების მომზადებას (ამობეჭდვა და ქსეროასლების გადაღება);

17.8.4 აწესრიგებს და პერიოდულად აახლებს მოსწავლეთა, მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის პირად საქმეებს;

17.8.5 ესწრება აკადემიური საბჭოს სხდომებს და ადგენს სხდომის ოქმებს;

17.8.6 გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარადგენს სკოლის აკადემიურ დირექტორთან ყოველი სემესტრის ბოლოს.

17.8.7 ახორციელებს ელექტრონული დღიურის ყოველდღიურ მონიტორინგს და ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი საფეხურის ხელმძღვანელისათვის ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში;

17.8.8 წარმართავს სკოლის ბიბლიოთეკის მონიტორინგს, წიგნების და სხვა სასწავლო მასალების მიღება–გაცემის აღრიცხვას, კატალოგიზაციას და ა.შ.;

17.8.9 ორგანიზებას უკეთებს საგარეო კორესპონდენციას საგანმანათლებლო რესურსცენტრთან, სამინისტროსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და სხვა ორგანიზაციებთან აკადემიურ პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;

17.8.10 ახდენს მოსწავლეთა ელექტრონული ბაზების მონიტორინგსა და განახლებას;

17.8.11 ამზადებს ნებისმიერი სახის ცნობებს მშობლის, მოსწავლის ან სკოლის ნებისმიერი თანამშრომლისათვის;

17.8.12 სასწავლო პროცესის საჭიროებებიდან გამომდინარე, ასრულებს აკადემიური დირექტორის ცალკეულ მითითებებს.

17.9 დაწყებითი საფეხურის ტუტორი:

17.9.1 უზრუნველყოფს აკადემიური და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმატებულ განხორციელებას და კოორდინაციას;

17.9.2 ხელს უწყობს სკოლის სამოქმედო გეგმის განხორციელებას განათლების სფეროში;

17.9.3 ახდენს მშობელთან, სხვა მასწავლებლებთან, ადმინისტრაციასთან კოორდინაციას;

17.9.4 ახორციელებს სკოლის პოლიტიკასა და შინაგანი წესებს.

17.9.5 უდგება მოსწავლეებს ინდივიდუალურად და აღმზრდელობით საქმიანობას წარმართავს შეთანხმებული ინსტრუქციების შესაბამისად.

17.9.6 ინარჩუნებს დაწყებითი სკოლის დირექტორთან მუდმივ კოორდინაციას შიდა სასკოლო, და გეგმავს საკლასო და გარე აქტივობებს;

17.9.7 შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამებს და იძიებს შესაბამის მასალებს.(სადამრიგებლო, ფსიქოლოგიური, შემეცნებითი და ა.შ. )

წარმართავს მისთვის განკუთვნილი კლასის/ჯგუფის მშობლებთან კომუნიკაციას (ელ.დღიური. სოციალური ქსელი, სატელეფონო კავშირი, ღია კარის დღე, ინდივდუალური შეხვედრა, საჭიროების შე

17.9.1 შემთხევაში მშობლის ვიზიტის დაგეგმვა)

17.9.2 აწარმოებს მოსწავლეთა პორტფოლიოებს;

17.9.3 ახორციელებს განკუთვნილი კლასის/ჯგუფის „პრეპ-თაიმი“-ის (გაკვეთილების მომზადების დროს) მონიტორინგს;

17.9.4 საგნის პედაგოგებთან აქვს მუდმივი კომუნიკაცია, მოსწავლის აკადემიური თუ ქცევითი საქმიანობის შესახებ.

17.9.5 ესწრება საგნის პედაგოგების გაკვეთილებს (სულ მცირე კვირაში 1 გაკვეთილი თითო საგანთან).

17.9.6 ახდენს ლოჯისტიკური საკითხების კოორდინაციას.( კვება , ტრანსპორტირება, სველი წერტილები)

17.9.7 მოსწავლის გაცდენის შემთხვევაში, ახდენს მშობლის და ადმინისტრაციის დროული ინფორმირებას;

17.9.8 ესწრება დირექტორთან ყოველდღიურ დილის შეხვედრებს;

17.9.9 სკოლის ღია კარის დღეებზე ახდენს მშობლების მიღებას და ინფორმაციის მიწოდებას.

17.9.10 ახორციელებს განკუთვნილი ჯგუფის/კლასისთვის სკოლის ელ.დღიურის მართვას (ყოველდდღიურ რეჟიმში) გაკვეთილებს შორის,დასვენების დროს კი არის ბავშვებთან ერთად და აქცევს ყურადღებას;

17.9.11 საჭიროების შემთხვევაში ახდენს მშობლისა და საგნის მასწავლებლის შეხვედრის დაგეგმვასა და ორგანიზებას.

17.9.12 ამზადებს და სკოლის დირექტორს წარუდგენს კვირის შემაჯამებელ რეპორტს;

17.9.13 ამზადებს სემესტრულ და წლიურ დახასიათებას ინდივიდუალურად თითოეულ ბავშვზე;

17.1 წინასაბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი

17.10.1 საქმიანობას ახორციელებს აკადემიური დირექტორის უშუალო დაქვემდებარებაში;

17.10.2 საქმიანობას ახორციელებს წინასაბაკალავრო პროგრამის დებულების (დანართი 3) მიხედვით და კოორდინაციას უწევს პროგრამის ყველა მიმართულებასა და აქტივობას;

17.10.3 პასუხისმგებელია წინასაბაკალავრო პროგრამის ყველა კომპონენტისა და დებულების ჯეროვნად, სრულყოფილად, დროულად შესრულებაზე;

17.10.4 წინასაბაკალავრო პროგრამის დებულებით განსაზღვრულ ყველა კომპონენტს (მაგ: ტრენინგებს, სემინარებს, პროფესიული ორიენტაციის შეხვედრებს და სხვა) ასრულებს პირადად. სხვა შემთხვევაში, თუ გარეშე პირის ან ორგანიზაციის ჩართვა წარმოადგენს გარდაუვალ აუცილებლობას ან უფრო ეფექტურს ხდის პროგრამის რომელიმე კომპონენტს, აუცილებელია შესაბამისი ნებართვა პირადად აკადემიური დირექტორისგან;

17.10.5 მოსწავლეთა მშობლებთან, ან წარმომადგენლებთან ურთიერთობის თაობაზე საქმის კურსში აყენებს ბაქსვუდის აკადემიური დირექტორი ან/და ბაქსვუდის სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი;

17.10.6 ინარჩუნებს მუდმივ კონტაქტს (მინიმუმ კვირაში 1-ჯერ), და საქმიანობის ფარგლებში წამოჭრილი ნებისმიერი პრობლემის თაობაზე პირველ რიგში მიმართავს ბაქსვუდის სკოლის აკადემიურ დირექტორს;

17.10.7 საქმიანობის შინაარსი შესაძლებელია შეიცვალოს წინასაბაკალავრო პროგრამის დებულების ცვლილებით ან აკადემიურ დირექტორთან შეთანხმებით.

17.2 იურისტი:

17.11.1 საქმიანობას ახორციელებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უშუალო დაქვემდებარებაში, სკოლის აკადემიურ დირექტორთან და დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელთან კოორდინაციით;

17.11.2 წარმართავს სკოლის მიერ ნებისმიერ საკითხზე გაფორმებული ხელშეკრულებების, მემორანდუმების, წერილობითი შეთანხმებების (მოსწავლის მიღება, საქონლის შესყიდვა, თანამშრომლის აყვანა, ა.შ.) მონიტორნიგს და მათი იურიდიული გამართულობის უზრუნველყოფას (იგულისხმება კონტრაქტის ცალკეული მუხლების შესაბამისობა ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასთან და სკოლის კონსტიტუციასთან);

17.11.3 ახდენს სკოლის აკადემიურ დირექტორთან კონსულტაციას და კოორდინაციას ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონთან, აკრედიტაციასა და ავტორიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პასუხისმგებელია სკოლის შიდა დოკუმენტაციის იურიდიულ გამართულობაზე;

17.11.4 სისტემურად ახორციელებს ზოგადი განათლების სფეროში ახალი დადგენილებების/ბრძანებებისა და განკარგულებების, ისევე როგორც ნორმატიული აქტების, მონიტორინგს და სკოლის მენეჯმენტის ინფორმირებას ამ საკითხებზე;

17.11.5 საჭიროებისამებრ, სკოლის თანამშრომლებს უწევს იურიდიულ კონსულტაციას სასკოლო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

17.3 საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი

17.12.1 უზრუნველყოფს სკოლის ტექნოლოგიური ბაზის გამართულობას;

17.12.2 რეაგირებს ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის პრობლემაზე დაუყოვნებლივ და საჭიროებისამებრ, აწვდის ინფორმაციას გენერალური დირექტორის მოადგილეს;

17.12.3 ახორციელებს ელექტრონული დღიურის მონიტორინგს, საჭირო ცვლილებების განხორციელებას და მოსწავლეების, სკოლის თანამშრომლების, უმეტესად მასწავლებლების, და მშობლების დატრენინგებას დღიურის გამოყენებაში;

17.12.4 ახდენს სკოლის მფლობელობაში არსებული ყველა კომპიუტერული მოწყობილობის/აპარატის მონიტორინგს და მათი გამართულობის უზრუნველყოფას;

17.4 ბუღალტერი:

17.13.1 ახდენს პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავებას და მონიტორინგს;

17.13.2 ამუშავებს საგადასახადო დოკუმენტაციას;

17.13.3 აკონტროლებს ნაშთებს;

17.13.4 აკონტროლებს სალაროს;

17.5 ექიმი

17.14.1 სკოლის ექიმის უმთავრესი ამოცანაა დააკვირდეს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას სასწავლო დღის განმავლობაში და სწრაფი რეაგირება მოახდინოს მოსწავლეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

17.14.2 სკოლა არ იღებს პასუხისმგებლობას სასწავლო პერიოდში მოსწავლის მკურნალობაზე, თუმცა, სკოლის ექიმის მოვალეობაა, მაქსიმალურად შეუმსუბუქოს მოსწავლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები და შეატყობინოს მშობლებს ბავშვის მდგომარეობის შესახებ;

17.14.3 სკოლის სამედიცინო ოთახი უნდა იყოს გამართული ყველა საჭირო მოწყობილობითა და ტექნიკური აღჭურვილობით. სკოლის ექიმი ვალდებულია ჰქონდეს ყველა საჭირო მედიკამენტი და საშუალება პირველადი და გადაუდებელი დახმარებისა და სკოლაში ხშირად გამოვლენილი ჩივილების სამკურნალოდ;

17.14.4 ექიმი ბავშვის სკოლაში მიღების დროს აუცილებლად უნდა ფლობდეს ინფორმაციას ბავშვის ალერგიულობაზე, ქრონიკულ დაავადებებზე, მედიკამენტურ მკურნალობაზე და სხვა;

17.14.5 სკოლის ექიმი მოვალეა აკონტროლოს საკვები პროდუქტების, საკვების ხარისხი და რაციონი. საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია, მიაწოდოს რეკომენდაციები ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კვების სამსახურთან დაკავშირებით;

17.14.6 ინფექციური ან/და ეპიდემიური დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია, დაუყოვნებლივ ჩააყენოს საქმის კურსში სკოლის მენეჯმენტი და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება მის აღმოსაფხვრელად;

17.14.7 სკოლის ექიმი მუდმივად უნდა ატარებდეს შესაბამის ფორმას.

17.6 კვების სამსახური

17.15.1 კვების სამსახურის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია შეფ-მზარეული;

17.15.2 სამსახურს კოორდინაციას უწევს გენერალური დირექტორის მოადგილე;

17.15.3 კვების სამსახურის უმთავრესი ამოცანაა უზრუნველყოს სკოლის მოსწავლეების ჯანსაღი კვება;

17.15.4 შეფ-მზარეული ვალდებულია პერიოდულად შეადგინოს შესაძენი პროდუქტების ნუსხა და ყოველი თვის ბოლოს წარადგინოს გახარჯული პროდუქტების რაოდენობები;

17.15.5 მენიუს შეიმუშავებენ მზარეულები ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად სკოლის შესაბამისი საფეხურის ხელმძღვანელთან (სკოლის აკადემიურ დირექტორთან ან დაწყებითი სკოლის ხელმძღვანელთან) კონსულტაციის შედეგად.

17.15.6 ყველა მოსწავლე თანაბრად უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკვების სათანადო რაციონით;

17.15.7 კვების სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სამზარეულოში სანიტარული ნორმების ზედმიწევნით დაცვა;

17.15.8 კვების სამსახურის თანამშრომლებს ეკრძალებათ უცხო პირთა დაშვება სამზარეულოს ტერიტორიაზე;

17.15.9 მზარეულებს მუდმივად უნდა ეცვათ სპეციალური ფორმები და ატარებდნენ სპეციალურ ქუდებს;

17.15.10სამზარეულოს ოთახი რეგულარულად უნდა მუშავდებოდეს სპეციალური ხსნარებით, რათა დაცული იქნას ჰიგიენურობა.

17.15.11მზარეულები მუდმივად უნდა ზრუნავდნენ და უფრთხილდებოდნენ სკოლის ჭურჭელსა და სასადილოს სხვა ინვენტარს;

17.15.12მზარეულები პასუხისმგებელნი არიან პროდუქტების შენახვის პირობების დაცვასა და მათ მიზნობრივ გამოყენებაზე;

17.15.13მზარეულები სკოლის ექიმთან ერთად პასუხისმგებლები არიან პროდუქტის მიღებაზე სამეურნეო სამსახურისგან. ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქტის ოდენობასა და ხარისხს;

17.15.14მზარეულები საკვების დამზადებისას ვალდებული არიან დაიცვან გამოსაყენებელი პროდუქტების საჭირო რაოდენობა/მოცულობა (კალკულაცია), გაცემისას - ულუფის მოცულობა.

17.7 სამეურნეო სამსახური

17.16.1 სამეურნეო სამსახური პასუხისმგებელია სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფრთხილებაზე, დროულ შეკეთებასა და გაუმჯობესებაზე, სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე ჰიგიენის ნორმების დაცვასა და უზრუნველყოფაზე;

17.16.2 განსაკუთრებული ყურადღება უნდა ეთმობოდეს სასადილოს ტერიტორიისა და ჰიგიენური წერტილების სისუფთავეს;

17.16.3 დასუფთავება უნდა ხდებოდეს სპეციალური ხსნარებითა და საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სასადილოსა და ჰიგიენური წერტილების დეზინფექციას;

17.16.4 სასწავლო დღის განმავლობაში საკლასო ოთახები უნდა იწმინდებოდეს სულ მცირე ორჯერ. სკოლის დერეფნები უნდა იწმინდებოდეს სულ მცირე დღეში სამჯერ;

17.16.5 სამეურნეო სამსახურის თანამშრომლები მუდმივად უნდა ატარებდნენ სპეციალურ ფორმას;

17.16.6 უზრუნველყოფს სასწავლებლის ეზო-ნაგებობათა კეთილმოწყობასა და დაცვას;

17.16.7 აწყობს სკოლის ინვენტარიზაციას ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოს;

17.16.8 ამოწმებს სკოლის სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას;

17.16.9 პასუხისმგებელია შესყიდვებსა და მომწოდებლებთან ურთიერთობაზე;

17.16.10პასუხისმგებელია მომარაგებასა და საწყობზე;

17.16.11ყოველთვიური მუშაობის ანგარიშს წარადგენს გენერალური დირექტორის წინაშე.

17.8 ტრანსპორტის კოორდინატორი და ავტობუსის მძღოლები

17.17.1 სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად აკონტროლებს სატრასპორტო სისტემას და პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალებების გამართულ მუშაობასა და მძღოლებთან ურთიერთობაზე;

17.17.2 სკოლაში გათვალისწინებულია ტრანსპორტირება ყველა მოსწავლისათვის;

17.17.3 სკოლის სატრანსპორტო სამსახურს კოორდინაციას უწევს გენერალური დირექტორის მოადგილე;

17.17.4 სკოლის ავტობუსის მძღოლი ვალდებულია:

ა) სამსახურში გამოცხადდეს ფხიზელ მდგომარეობაში და არ დაუშვას ბავშვების ტრანსპორტირება ალკოჰოლური და/ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;

ბ) მკაცრად დაიცვას მოძრაობის უსაფრთხოების ყველა წესი, რათა უზრუნველყოს სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხო, ხარისხიანი და დროული ტრანსპორტირება;

გ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ ავტობუსს და მუდმივად იზრუნოს მის ტექნიკურ გამართვაზე;

დ) დროულად აღმოაჩინოს და შეაკეთოს ყველა ხარვეზი, რამაც, შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას ბავშვების უსაფრთხო და დროულ გადაადგილებას;

ე) მკაცრად დაიცვას სკოლის მიერ საგანგებოდ შემუშავებული მოძრაობის მარშრუტი და მიმოსვლის გრაფიკი;

ვ) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებაში სისუფთავე და წესრიგი;

ზ) რეგულარულად აწარმოოს ავტობუსის ტექნიკური დათვალიერება;

თ) განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს ბაგებიდან სკოლის მიმართულებით და სკოლიდან ბაგების მიმართულებით მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას; გაჰყვეს დაცვის სამსახურის მანქანას და დაემორჩილოს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა მითითებებს; ამ მონაკვეთში მოძრაობისას დაიცვას სხვა მანქანებთან თანმიმდევრობა და რიგითობა, რაც გამორიცხავს მის წინ მიმავალი მანქანის გასწრებას;

ი) მუდმივად თან იქონიოს პირადი (მობილური) ტელეფონი ჩართულ მდგომარეობაში, რათა მასთან დაკავშირება შეეძლოს როგორც სკოლის ადმინისტრაციას, ისე მშობელს;

კ) მუდმივად იქონიოს კონსულტაცია სკოლის ადმინისტრაციასთან და დაემორჩილოს მათ მითითებებსა და რეკომენდაციებს.

17.9 შესყიდვების და მომარაგების მენეჯერი:

17.18.1 ვალდებულია აწარმოოს სკოლისათვის საჭირო პროდუქციისა და მასალების შესყიდვა;

17.18.2 ვალდებულია ყოველი შესყიდვის დეტალური ანგარიში წარუდგინოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;

17.18.3 პასუხისმგებელია შესყიდული პროდუქციის/მასალის რაოდენობაზე, ვარგისიანობასა და უსაფრთხო და დროულ ტრანსპორტირებაზე;

17.18.4 ვალდებულია პროდუქციის/მასალის ხარისხის გათვალისწინებით უზრუნველყოს შესყიდვის განხორციელება ყველაზე ოპტიმალური პირობებით/ანგარიშსწორებით;

17.18.5 პასუხისმგებელია აწარმოოს თითოეულ შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

17.10 დაცვის სამსახური

17.19.1 დაცვის სამსახურის შემადგენლობა განისაზღვრება 4 (ოთხი) ადამიანით. მათგან 3 (სამი) თანამშრომელი 3 (სამ) დღეში ერთხელ ასრულებს ღამის მორიგის ფუნქციას განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, რომელსაც ადგენს ადმინისტრაცია მათთან შეთანხმებით. საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დაცვის მეოთხე თანამშრომლის გამოყენება ღამის მორიგეობისას.

17.19.2 სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ოთხივე თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებამდე. დასვენების დღეებში კი მხოლოდ მორიგე თანამშრომელი დილის 9:00 საათზე.

17.19.3 დაცვის თანამშრომელი ვალდებულია:

ა) აკონტროლოს მოსწავლეთა სკოლაში მოსვლის და სკოლიდან გასვლის პროცესები;

ბ) არ დაუშვას მოსწავლეთა გასვლა სკოლის ტერიტორიიდან;

გ) აკონტროლოს მოსწავლეთა გადაადგილება სკოლის ტერიტორიაზე;

დ) გაკვეთილების მიმდინარეობის პროცესში არ დაუშვას მოსწავლეთა თვითნებური გადაადგილება სკოლის ტერიტორიაზე;

ე) შესვენებების დროს აკონტროლოს მოსწავლეთა გადაადგილება და არ დაუშვას მათი მხრიდან სკოლის შინაგანაწესის დარღვევა;

ვ) აკონტროლოს მოსწავლეთა ქცევა და არ დაუშვას მათი მხრიდან მატერიალური ან (და) ფიზიკური ზიანის მიყენება;

ზ) სკოლის შინაგანაწესის დამრღვევი მოსწავლეები გადასცეს ადმინისტრაციას შემდგომი რეაგირებისათვის;

თ) არ დაუშვას უცხო პირები სკოლის ტერიტორიაზე;

ი) აკონტროლოს სკოლაში მოსული სტუმრის გადაადგილება, რათა არ მოხდეს მათი მხრიდან სასწავლო პროცესის შეფერხება;

კ) აკონტროლოს სკოლის გარე პერიმეტრი და შემოსასვლელი კარები;

ლ) არ დაუშვას უცხო ავტომობილები სკოლის ტერიტორიაზე;

მ) მოსწავლეთა სკოლაში მოსვლის და გამგზავრების დროს აკონტროლოს მიკროავტობუსების და ავტობუსების გადაადგილება სკოლის ტერიტორიაზე;

ნ) დილით და საღამოს (მოსწავლეთა შემოსვლის და გასვლის პერიოდში) აკონტროლოს მოსწავლეთა ტრასპორტიდან ჩამოსვლისა და ტრანსპორტში ჩასხდომის პროცესები;

ო) მკაცრი კონტროლი გუწიოს სკოლის ტრანსპორტის პარკირების პროცესს და ამ პერიოდში მაქსიმალურად გამორიცხოს ბავშვების გადაადგილება ტერიტორიაზე;

პ) არ დაუშვას მძღოლის მიერ ტრანსპორტის თვითნებური მიტოვება ბავშვების ჩასხდომის და გადმოსვლის პერიოდში;

ჟ) სადილის და (ან) სამხრის დროს დაცვის თანამშრომელები, უნდა აკონრტოლებდნენ მოსწავლეთა გადაადგილებას სასადილოში და უკან;

რ) დაცვის ერთ–ერთი თანამშრომელი მუდმივად უნდა აკვირდებოდეს სკოლაში მიმდინარე პროცესებს სათვალთვალო კამერების მეშვეობით;

ს) მუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ ერთმანეთთან რაციების საშუალებით და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ ერთმანეთს წარმოქმნილი პრობლემის მოგვარებაში;

ტ) სკოლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ ადმინისტრაციას;

უ) დაცვის თანამშრომლები სადილობენ მორიგეობით;

ფ) დაუშვებელია დაცვის ოთახში უცხო პირების შესვლა (მაგალითად: მძღოლები, სკოლის თანამშრომლები, მოსწავლეები, მასწავლებლები და ა.შ.), თუ ეს არ არის გამოწვეული აუცილობლობით;

ქ) დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი მუდმივად უნდა აკონტროლებდეს სპორტულ დარბაზში და გასახდელებში მოსწავლეთა გადაადგილებას;

17.19.4 ღამის მორიგე ვალდებულია:

ა) 12 საათამდე შეამოწმოს წყლის დონე რეზერვუარში და დაუყოვნებლივ აცნობოს გენერალურ დირექტორის მოადგილეს წყლის რაოდენობა;

ბ) აწარმოოს წყლის რაოდენობის განმსაზღვრელი ჟურნალი ზუსტი თარიღის და დროს მითითებით;

გ) სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გამორთოს უმიზეზოდ ჩართული ელექტრო აპარატურა და განათება;

დ) დახუროს/ჩაკეტოს კარები და ფანჯრები;

ე) შეამოწმოს წყლის ონკანები;

ვ) ზამთრის პერიოდში აკონტროლოს გათბობის სისტემა (ტემპერატურა, წნევა) და საჭიროებისამებრ არეგულიროს;

ზ) ღამის პერიოდში წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გენერალური დირექტორის მოადგილეს.

თ) დაცვის თანამშრომელთა მხრიდან სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების აღმოჩენის შემთხვევაში მათ ეძლევათ წერილობითი გაფრთხილება. ორი გაფრთხილების შემდეგ ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან.