კვება

ბაქსვუდის ბაზაზე სამზარეულო ცალკე შენობაში მდებარეობს. შესასვლელში დამონტაჟებულია სპეციალური სადეზინფექციო საპონი, ხელის დასაბანად.

ჩვენთვის ჯანსაღი კვება უპირველესია. რაციონში ვითვალისწინებთ ყველა იმ კომპონენტს, რომელიც მოზარდის ორგანიზმს სჭირდება. მენიუ შედგენილია ექიმ-დიეტოლოგის და გამოცდილი მზარეულების რეკომენდაციებით. იგი იცვლება ორ კვირაში ერთხელ.

სადილი 3 კომპონენტისგან შედგება: წვნიანი, ძირითადი კერძი და დესერტი. სურვილის შემთხვევაში მენიუ ხელმისაწვდომია ყველა მშობლისათვის, რაც საშუალებას აძლევს მათ თვალყური ადევნონ ბაქსვუდელების კვების რაციონს. პროფესიონალი შეფ მზარეული და მისი გუნდი, ყოველთვის ცდილობს, რომ საკვები მაქსიმალურად, გაჯერებული იყოს აუცილებელი კალორიებითა და მიკროელემენტებით, რათა ჩვენი მოსწავლეებისათვის კვება, როგორც სასარგებლო, ამავდროულად ძალიან გემრიელი იყოს.

სადილი ჩვენს სკოლაში ტრადიციული „ოჯახური“ რიტუალია, რადგანაც ამ დროს მთელი სკოლა – მოსწავლეები, მასწავლებლები და ადმინისტრაცია, ერთად იკრიბება. ბავშვები შენობაში შედიან წინასწარ მოწესრიგებულ ხაზებად, ე.წ. ჰაუსების მიხედვით, რაც გამორიცხავს ქაოსსა და ხმაურს. თითოეულ მაგიდას ჰყავს თავისი ხელმძღვანელი (head of table), რომელსაც ევალება მაგიდაზე წესრიგის უზრუნველყოფა. სადილის დასრულებისთანავე მოსწავლეები ასევე ორგანიზებულად უბრუნდებიან საგაკვეთილო პროცესს.