სკოლის მზრუნველი

ჩვენი სკოლის სამედიცინო პერსონალი ძალიან კვალიფიციური და გულისხმიერია. მისი ოფიციალური სტატუსია- სკოლის მზრუნველი.

მზრუნველს გააჩნია ყველა საჭირო მედიკამენტი და საშუალება პირველადი და გადაუდებელი დახმარებისათვის, ისევე როგორც ბავშვებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი ჩივილების სამკურნალოდ.

ჩვენი ექიმი მუდამ ბოლო წუთამდე აკონტროლებს გამოვლენილ ჩივილებს თითოეულ ბავშვში და უწევს კონსულტაციას მშობლებს ტელეფონის მეშვეობით.

თუ თქვენი ბავშვი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას (ბავშვი ალერგიულია, აქვს ქრონიკული დაავადებები, გადის მედიკამენტურ მკურნალობას და სხვ.), გთხოვთ, წინასწარ შეატყობინოთ ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას ან სკოლის ექიმს და გაითვალისწინოთ მათი რეკომენდაციები.

ყველა მოსწავლეზე წარმოებულია პირადი სამედიცინო საქმე. პირადი საქმისათვის მოსწავლე წარმოადგენს ცნობას ჯანმრთელობის შესახებ. აღნიშნული ცნობა (ფორმა-100) შეგიძლიათ გამოითხოვოთ პოლიკლინიკიდან.