უსაფრთხოება

მოსწავლეთა უსაფრთხოება სკოლის ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ბაქსვუდის სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც შენობის მთელი პერიმეტრი სრულად აღჭურვა უსაფრთხოების სათვალთვალო კამერებით. დღის განმავლობაში, სკოლის ტერიტორიაზე იმყოფება დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებიც უწყვეტ კონტაქტზე იმყოფებიან, როგორც ერთმანეთთან, ისე ადმინისტრაციასთან და დირექციასთან. ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა თანამშრომლებს შორის და მთელი სასწავლო პროცესის დეტალური კონტროლი უზრუნველყოფს სასწავრო პროცესის სიმშვიდეს და მოსწავლეთა უსაფრთხოებას.

ბაქსვუდის უსაფრთხოების კონცეფციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მოსწავლეთა გაცდენების კონტროლიც. ყოველ დილით, პირველ გაკვეთილზე, ადმინისტრაციის თანამშრომლები ახდენენ მოსწავლეთა სრულ აღრიცხვას და საბოლოო სიის შედგენისთანავე, პირადად უკავშირდებიან ყველა იმ მოსწავლის მშობელს, რომელიც დანიშნულ დროს არ გამოცხადდა სკოლის ტრანსპორტში. ამდენად, ბაქსვუდის სკოლის თითოეული მოსწავლე არის მაქსიმალურად დაცული სახლიდან გამოსვლის მომენტიდან შინ დაბრუნებამდე.