ტრანსპორტირება

სახლიდან – სახლამდე“

ბაქსვუდში შვილის მოყვანისას მშობლის პირველი საფიქრალი სკოლამდე მისასვლელი გზა და მოსწავლის უსაფრთხო ტრანსპორტირებაა.

2009 წლიდან, სკოლა ზემო წყნეთში ფუნქციონირებს, სადაც ყოველდღიურად ოთხასზე მეტი ბავშვის ტრანსპორტირება ხდება.

ბაქსვუდის ოჯახური დილა სწორედ ჩვენი სამარშუტო ტაქსებით იწყება, რომლებიც მთელი თბილისის მასშტაბით კრებენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ბაგებში შეკრებილ ერთიან კოლონას ბაქსვუდის უსაფრთხოების ავტომობილი მოუძღვის წინ და სკოლამდე განსაკუთრებული სიფრთხილით ამოჰყავს.

პედიატრთა დასკვნის მიხედვით, დაბა წყნეთის ჰავა სასარგებლოა მოსწავლეთა ჯანმრთელობისთვის, აჯანსაღებს ორგანიზმს და უმუშავებს მოზარდს იმუნიტეტს, თუმცა იმისათვის, რომ თქვენმა შვილებმა ბაქსვუდისკენ მომავალი გზა იოლად დაძლიონ, ორი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს: მოძრაობის სიჩქარე (ანუ წნევის ცვალებადობა) არ უნდა აჭარბებდეს 60 კმ/სთ-ს და ამასთან, მოსწავლემ მინიმუმ 2 საათი უნდა დაჰყოს წყნეთში უკან დაბრუნებამდე.

პროფესიონალი მძღოლებისა და პასუხისმგებლიანი დაცვის თანამშრომლების წყალობით, ყველა ეს წესი ზედმიწევნითაა დაცული და შედეგად, თქვენი შვილების ტრანსპორტირება კომფორტული და სრულიად უსაფრთხოა.