ბიზნესფორუმი ბაქსვუდში

▶ ბაქსვუდის სკოლამ ჩვენი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში დამწყები და ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობა გახლდათ.

▶ ფორუმი ბაქსვუდის სკოლის წინასაბაკალვრო პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ წინასაბაკალავრო პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეებში იმ პრაქტიკული და თეორიული უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს, რომელიც მათ საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან ადაპტაციასა და მომავლის სწორად დაგეგმვაში დაეხმარებათ.

▶ ფორუმის მონაწილეებს საკუთარი ბიზნეს იდეები ქონდათ წარმოდგენილი, რომელსაც სტენდებთან მოსულ სტუმრებს აცნობდნენ. სტუმრებს კი თავის მხრივ შესაძლებლობა მიეცათ ბაქსვუდელებისათვის გამოცდილება და მოსაზრებები გაეზიარებინათ.