ხშირად დასმული კითხვები

    1. რა ენაზე მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესი?
      სწავლება ბაქსვუდის სკოლაში მიმდინარეობს ქართულ ენაზე, გაძლიერებულია ინგლისური ენის კურსი.
    2. რამდენი მოსწავლეა კლასში?
      თითოეულ კლასში არის მაქსიმუმ 20 მოსწავლე.
    3. რა თანხასთან არის დაკავშირებული ბაქსვუდის სკოლაში სწავლა? დაწყებითი და უმაღლესი სკოლის საფეხურზე სწავლის ღირებულება 2400 ფუნტ სტერლინგს შეადგენს წელიწადში, ხოლო სკოლამდელი აღზრდის ცენტრის საფასური 1600 ფუნტი სტერლინგია.
    4. სწავლის საფასურის გარდა რა დამატებითი ფინანსები სჭირდება მშობელს წლის განმავლობაში? ბაქსვუდის სკოლაში სწავლის გადასახადში შედის:

* ტრანსპორტირება სახლიდან–სახლამდე;
* კვება;
* მოსწავლეთა აკადემიური და სპორტული ფორმები;
* სახელმძღვანელოები;
* ყველა თემატური ექსკურსია, რომელიც ტარდება სკოლის ეგიდით;

დამატებითი საფასურის გადახდა მშობელს უწევს მხოლოდ სპეციალიზებულ კლუბებზე, როგორიცაა : თექა, კერამიკა, ცურვა, ფარიკაობა, დრამწრე და ა.შ.
კლუბის არჩევა აბსოლუტურად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მშობლის სურვილზე.

5. როგორ ხდება სწავლის გადასახადის გადახდა?სწავლის საფასური უნდა გადაიხადოთ ორ ნაწილად, პირველი სემესტრის საფასურის ჩარიცხვა ხდება 1 მაისამდე, ხოლო მეორე სემესტრისა 1 დეკემბრამდე. თუ მოსწავლე შუა სასწავლო წელს შემოგვიერთდება ამ შემთხვევაში თანხის ნახევარი ირიცხება ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი კვირის ვადაში.

6. გაქვთ თუ არა საზაფხულო სკოლა და რა ღირს? ბაქსვუდის სკოლა ყოველწლიურად გთავაზობთ საზაფხულო სკოლას, რომელიც დაიწყება 6 ივლისიდან და გასტანს 7 აგვისტომდე. ერთი კვირის ღირებულება 490 ლარს შეადგენს და ეს საფასური მოიცავს სამჯერად კვებას, 4 ადგილიან ნომერში მოსწავლის განთავსებას, ტრანსპორტირება ბაგებიდან სკოლამდე და უკან, ასევე ყველა ის საჭირო ნივთი, რომელიც დასჭირდება მას საზაფხულო სკოლაში ყოფნის პერიოდში.

დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ საზაფხულო სკოლის სოციალური ქსელის გვერდი ⇒ https://www.facebook.com/BOSS.Georgia

7. რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები ტრანსპორტით გადაადგილებისას? როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა მდებარეობს ზემო წყნეთში, ამიტომაც ჩვენთვის პრიორიტეტულია სკოლის ტრანსპორტის მუდმივად მწყობრში ყოფნა. ამჟამად სკოლას ემსახურება ავტობუსები და სამარშუტოები, რომელიც მოსწავლეებს საცხოვრებელ სახლებთან მაქსიმალურად ახლოს აკითხავს. დილის 9 საათისათვის ბაგებში შეკრებილ ტრანსპორტს წინ მიუძღვება უსაფრთხოების მანქანა, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ ერთიანი კოლონის პრინციპით ხდება გადაადგილდება სკოლისკენ.

8. რომელ საათამდე მიმდინარეობს სკოლაში სწავლება? მოსწავლეები სკოლაში არიან 09:30 საათიდან 17 საათამდე, დროში ასევე გასათვალისწინებელია 30-40 წთ ტრანსპორტირებისათვის.

9. რა ენებს ასწავლიან ბაქსვუდის სკოლაში? დაწყებით საფეხურზე I დან V კლასის ჩათვლით ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ ინგლისურ და რუსულ ენებს, ხოლო VII კლასიდან, ინგლისური რჩება როგორც სავალდებულო ენა, და მოსწავლე ირჩევს მეორე უცხოურ ენას. მას შეუძლია გააგრძელოს რუსული, ან გააკეთოს არჩევანი გერმანულ, ესპანურ და ფრანგულ ენებს შორის.

10. როგორია კვება სკოლაში? მოსამზადებელი ჯგუფისთვის (ეს არის 4-5 წლის ასაკის ბავშვები) გვაქვს სამჯერადი კვება

საუზმე- 10:00 საათზე სადილი - 14:00 საათზე სამხარი- 16:00 საათზე

დაწყებით საფეხურზე (I-V კლასები) კვება ორჯერდაია:

    1. სადილი - 12 საათზე
      სამხარი - 15:15 წუთზე

      უმაღლეს საფეხურზე მოსწავლეებს აქვთ სადილი 13:30 საათზე, რომელშიც გათვალისწინებულია დესერტიც.

      მშობელთათვის ცნობილია ყოველი თვის დასაწყისში ოთხი კვირის მენიუ, რაც მას საშუალებას აძლევს თვალყური ადევნოს მისი შვილის კვების რაციონს. 11. რომელია სკოლის ძირითადი საკონტაქტო ნომერი? ბაქსვუდის სკოლის საკონტაქტო ნომრებია: 577 992-993, ან 577 992 - 997