სტუმრები უკრაინის საელჩოდან

პროექტის "101 რამ, რაც შეგიძლია გააკეთო ბაქსვუდში" ფარგლებში ჩვენმა მე-7 კლასელებმა, შოთა შიუკაშვილმა და თემო ყვავილაშვილმა უკრაინის საელჩოდან დელეგატები მოიწვიეს. მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციის მეშვეობით ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და სამზარეულოსაც გავეცანით. სტუმრებმა კი დღეს არსებულ ვითარებასა და საქართველო-უკრაინის მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილეს ყურადღება.