სკოლის შესახებ

ბაქსვუდის სკოლაში დაწყებითი საფეხური განისაზღვრება 0-5 კლასის ჩათვლით.
დაწყებითი სკოლა დაფუძნებულია პრინციპზე „LOCO PARENTIS“- (in the place of a parent, „instead of a parent“)- რაც გულისხმობს: „ვზრუნავთ ისევე როგორც მშობელი“.

ბაქსვუდის დაწყებითი სკოლის განსაკუთრებულობას და მრავალფეროვნებას რამოდენიმე მიზეზი აქვს; სკოლის დაწყებითი საფეხური დაკომპლექტებულია გამოცდილ პედაგოგთა გუნდით, სწავლებისადმი ინდივიდუალური მიდგომითა და დამრიგებელთა პროფესიონალიზმით. აღსანიშნავია ის განსაკუთრებული მეთოდები, რომელსაც ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების როგორც დამრიგებლებლი, ასევე საგნის მასწავლებლები მიმართავენ და იყენებებ, რათა პატარებს შეუქმნან, მყუდრო, მეგობრული და ოჯახური გარემო. ამას თან ერთვის სუფთა ჰაერი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დატვირთული სპორტული აქტივობები.

როგორც დაწყებით, ისე უმაღლეს სკოლას საფუძვლად უდევს პრინციპი „AD VITAM PARAMUS“ - ანუ „ვამზადებთ ცხოვრებისათვის“. სკოლის პირველივე წლებში, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც დაეხმარებათ ჩვენს მოსწავლეებს ცხოვრების მანძილსა და მის სხვადასხვა ეტაპზე. ამ ყველაფერში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლას ეხმარება ის 12 წლიანი გამოცდილება, რომელიც საუკეთესო ქართული საგანმანათლებლო ტრადიციებისა და თანამედროვე საერთაშორისო აკადემიური ინოვაციების ბრწყინვალე სინთეზს წარმოადგენს.