დირექტორი

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა – თბილისის დაწყებითი სკოლის დირექტორი ქალბატონი თამარ დემეტრაძეა.

პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაქსვუდის სკოლაში, იყო ინგლისური ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო 2011 წლიდან არის დაწყებითი სკოლის დირექტორი.

ქალბატონი თამარი ყოველთვის გამოირჩეოდა უშუალო და თბილი დამოკიდებულებით მოსწავლეების მიმართ. მისი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად იცის, რომ თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, განსაკუთრებით კი დაწყებით საფეხურზე, როცა ჩვენი პატარებისათვის სამყაროს შეცნობა და გააზრება იწყება. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ბაქსვუდელებს ძლიერი საბაზისო ცოდნა და მრავალფეროვანი პიროვნული უნარ-ჩვევები აქვთ.

ქალბატონი თამარი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი.

საკონტაქტო ელ.ფოსტა: juniors@buckswood.ge