სასწავლო პროგრამა

ბაქსვუდის დაწყებითი სკოლის პროგრამის უმთავრესი მიზანია პატარა ბაქსვუდელებში საფუძველი ჩაუყაროს სწავლის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას. ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტია მოსწავლეებმა ადრეული ასაკიდანვე დაინახონ კავშირი როგორც სხვადასხვა საგანს, ისე საგნებსა და რეალურ ცხოვრებას შორის. სკოლა მრავალმხრივად ცდილობს მოსწავლეებს განუვითაროს კვლევითი და კომუნიკაციური უნარ–ჩვევები, რაც მათ დაეხმარება მომდევნო კლასებში წარმატებით დაეუფლონ სხვადასხვა მეცნიერების საფუძვლებს. ამისათვის, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დისციპლინების გარდა, დაწყებითი საფეხურის პროგრამა მოიცავს დამატებით საგნებს და კონკრეტულ მიმართულებებში გაძლიერებულ სწავლებას.
ბაქსვუდის დაწყებით სკოლაში ისწავლება შემდეგი საგნები:
  1. ქართული
  2. მათემატიკა
  3. ინგლისური
  4. რუსული
  5. ბუნება
  6. ჩვენი საქართველო
  7. ლოგიკა და უნარებ-ჩვევები
  8. ხელოვნება
  9. ჭადრაკი
  10. მუსიკა
  11. სპორტი
  12. ეთიკა
  13. ეტიკეტი
  14. მხატვრული კითხვა
  15. მეტყველება