დარეჯან გიორგაძე

დარეჯან გიორგაძე

დაწყებითი სკოლის პედაგოგი

1995 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ჰუმანიტარული კოლეჯი, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. კოლეჯის დასრულებისთანავე დაიწყო მუშაობა ქ. თბილისის 75-ე საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლად.

1996 წელს გაიარა დაწყებითი კლასების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, განათლების სამინისტროს მასწავლებელთა დახელოვნების საქალაქო ინსტიტუტში.

1998 წელს საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში, ესწრებოდა კურსებს, სახელწოდებით - ,,ეკოლოგიური განათლების შესავალი’’.

დარეჯანი გამუდმებით ცდილობს კვალიფიკაციის ამაღლებას და მუდამ არის ჩართული სხვადასხვა პროექტებსა, თუ ტრენინგებში. მათ შორის: საქართველოს განათლების სამინისტროსა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ კურსში - ,,როგორ დავეხმაროთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს’’, ასევე ტრენინგი სახელწოდებით - ,,კითხვა და წერა კრიტიკული აზროვნებისათვის’’.

2000-2003 წწ-ში მუშაობდა კერძო სკოლა,,ბალავარში’’, ხოლო 2003 წლიდან გაეროს სკოლაში.

ამჟამად დარეჯან გიორგაძე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის დაწყებითი სკოლის პედაგოგია.