ელენე ჩერქეზიშვილი

ელენე ჩერქეზიშვილი

დაწყებითი სკოლის პედაგოგი

1983 წელს დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, სპეციალობით დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა.

1992 წლიდან მუშაობდა თბილისის მე-6 საავტორო საშუალო სკოლაში, დაწყებითი კლასების მასწავლებლად და კათედრის გამგედ. 2003 წელს მუშაობა განაგრძო წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლაში, დაწყებითი კლასების პედაგოგად, ხოლო 2007 წლიდან გახლდათ გურამ რამიშვილის სახელობის თბილისის მე-20 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგი და დამრიგებელი.

ელენეს განათლების სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს I კატეგორიის პედაგოგის წოდება.

ელენე ჩერქეზიშვილი აქტიურ პროფესიულ საქმიანობას ეწევა, გახლავთ სახელმძღვანელო ,,დედა ენის კვალზე’’ თანაავტორი, წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის საავტორო სახელმძღვანელოს ,,დედა ენის’’ თანაავტორი. ელენე ჩართულია სხვადასხვა ტრენინგებში, მათ შორისაა: ტრენინგი ,,წერა, კითხვა კრეატიული აზროვნებისათვის’’, ასევე ,,ინკლუზიური სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში’’, ,,წიგნიერების ახალ მიჯნაზე’’ და სხვ.

ელენე ჩერქეზიშვილი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის დაწყებითი სკოლის პედაგოგია.