ნია ყანჩაველი

ნია ყანჩაველი

დაწყებითი კლასის პედაგოგი

1996-1999 წწ-ში სწავლობდა აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაწყებითი სწავლების პედაგოგიკის, მეთოდიკისა და რუსული ენის სპეციალობით. 2002 წელს დაამთავრა სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ასპირანტურის განყოფილება, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის სპეციალობით.

ნია არის სხვადასხვა ტრენინგებისა, თუ კონფერენციების ორგანიზატორი და მონაწილე. მათ შორის წითელი ჯვრის სახალხო კოლეჯის კურსის ,,ორგანიზაციის განვითარებისა და ხელმძღვანელების სწავლება’’. 2006 წელს მონაწილეობა მიიღო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერი ორგანიზებულ ტრენინგში ,,მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტების მართვა’’. 2013 წელს ვიშეგარდის საერთაშორისო ფონდის, პარტნიორები საქართველოსათვისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ ორგანიზებული პროექტი ,,ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები’’- პროექტის ფარგლებში გაიმართა ოთხი ტრენინგი:

I. აქტიური სწავლება, მეთოდოლოგია, ეფექტიანობა, ზეგავლენა ღირებულებებზე;

II. შემოქმედებითობა განათლებაში;

III. სიმულაციები, თამაშები და ინოვაციური განათლების სხვა საშუალებები;

IV. სათათბირო მეთოდები.

ნია გახლდათ საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისე, 2002-2004 წწ-ში სკოლა-ლიცეუმ ,,მოძღვრის’’ ფსიქოლოგი და პედაგოგი. 2007 წ. ფონდი განათლების ინსტიტუტი - მწვრთნელი, ხოლო 2004 წლიდან დღემდე გახლავთ ,,ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის’’ დაყებითი სკოლის მასწავლებელი. (I-IV კლასი - ქართული ენა და მათემატიკა).

ნია ყანჩაველი სერტიფიცირებულია, მას გავლილი აქვს გამოცდა როგორც დაწყებითი საფეხურის პედაგოგთათვის (I-IV კლასი - ქართული ენა, მათემატიკა და ბუნება), ასევე პროფესიულ უნარებში.