სკოლის ფორმა

სკოლის ფორმა ბაქსვუდის კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტია. ჩვენ გვჯერა, რომ ის უზრუნველყოფს სკოლის ღირებულებების განმტკიცებას.

რატომ უნდა ატაროს ბაქსვუდის მოსწავლემ სკოლის ფორმა?

  1. თანასწორობა – ჩვენთვის უკლებლივ ყველა მოსწავლე თანაბარია განურჩევლად ეროვნული თუ რელიგიური წარმომავლობისა, ოჯახის სოციალური სტატუსისა და პოლიტიკური ან კულტურული შეხედულებებისა. თითოეული მათგანი ემორჩილება და პატივს სცემს ბაქსვუდის სკოლის წესებსა და ღირებულებებს;

  2. საქმიანი განწყობა – როდესაც მოსწავლეს აცვია აკადემიური ფორმა, მისი განწყობაც საგაკვეთილო პროცესის მიმართ უფრო საქმიანია. ფორმის ტარება ხელს უწყობს ორგანიზებული და მოწესრიგებული ატმოსფეროს შექმნას, რაც ცოდნის მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობაა;

  3. გუნდური სოლიდარობა – სკოლის ფორმა აყალიბებს ერთიანობის ძლიერ განცდას, რაც სასკოლო ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოს და მეგობრულს ხდის. ამასთან, მოსწავლეებისათვის უფრო საამაყო ხდება ბაქსვუდელობა, თუნდაც მის საზღვრებს მიღმა;

  4. სწავლისათვის დაზოგილი დრო და ფინანსები – სკოლის ფორმა ბევრად უფრო პრაქტიკულია, ვიდრე სხვა ყოველდღიური სამოსი. მშობლებს და მოსწავლეებს აღარ უწევთ ყოველ დილით ფიქრი იმაზე, თუ დღეს ტანსაცმლის რომელ კომბინაციაში გამოეწყონ. ეს ზოგავს მათ დროსაც და ფინანსებსაც, რომლებიც შესაძლებელია უფრო ნაყოფიერად დაიხარჯოს სწავლაზე.