სკოლის უფროსი მოსწავლე

სკოლისუფროსი მოსწავლე” – “HEAD OF SCHOOL” არის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო წოდება, რომელიც ენიჭება ბაქსვუდის მოსწავლეს. ეს სტატუსი ენიჭება მოსწავლეს, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ლიდერული პოტენციალით, შრომისმოყვარეობით, სამართლიანობით, მოწესრიგებულობით, პასუხისმგებლობითა და ზრდილობით.

სკოლის უფროსი მოსწავლე ირჩევა ყოველწლიურად და არჩევის დღიდან ის ზრუნავს სკოლისა და თითიოეული მოსწავლის წარმატებაზე.

სკოლის უფროსი მოსწავლე კოორდინაციას უწევს სკოლის ჰაუსების პრეფექტების საქმიანობას. მას უფლება აქვს შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს როგორც პრეფექტებზე, ისე სკოლის ნებისმიერ მოსწავლეზე და შესაბამისი ჩანაწერები გააკეთოს მათ პასპორტებში.

სკოლის უფროსი მოსწავლე სიმბოლოა ბაქსვუდის სკოლის წარმატებისა. ის არის უმთავრესი მაგალითის მიმცემი და მისაბაძი სხვა მოსწავლეებისათვის.