ჰაუსების სისტემა

ბაქსვუდის უმაღლესი სკოლის არააკადემიური ცხოვრება ბრიტანული ტრადიცული სასკოლო მოდელის ქართულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. სკოლის მოსწავლეები პროპორციულად არიან გადანაწილებული უნივერსალურ გუნდებში – ე.წ. ჰაუსებში, რომლებიც ერთმანეთს წლის განმავლობაში ეჯიბრებიან სხვადასხვა სფეროში, სასწავლო კვირის განმავლობაში თანმიმდევრულად არიან პასუხისმგებელნი სკოლაში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფაზე. ჰაუსის წევრები კოლექტიურად პასუხისმგებელნი არიან სკოლის წესების დაცვასა და განმტკიცებაზე.


სკოლის წესის დარღვევის შემთხვევაში ჰაუსის ყველა წევრი აგებს პასუხს და შესაბამისად მთელს ჰაუსს აკლდება დაგროვებული ქულები, ხოლო ერთი მოსწავლის წარმატება მთელი ჰაუზის წარმატებაა. ჰაუსის რომელიმე წევრის ან ჰაუსის გუნდის წარმატების შემთხვევაში მთელ ჰაუსს ემატება ქულები. ესაა ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობის სინთეზი, რისი წყალობითაც ბაქსვუდელები საზოგადოების ღირსეულ წევრებად იზრდებიან.


სასწავლო წლის ბოლოს ყველაზე მეტი ქულის მქონე ჰაუსის წევრები ჯილდოვდებიან სამახსოვრო საჩუქრებითა და დიპლომებით.


ბაქსვუდის უმაღლეს სკოლაში ფუნქციონირებს ოთხი ჰაუსი:

  1. KIPLING (ოფიციალური ფერი – წითელი);

  2. MILNE (ოფიციალური ფერი – ლურჯი) ;

  3. SCHOOL HOUSE (ოფიციალური ფერი – იასამნისფერი);

  4. WELLS (ოფიციალური ფერი – მწვანე).