No Child Left Behind

სჭირდება თუ არა ბაქსვუდის მოსწავლეს კერძო მასწავლებელთან მომზადება?

ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს პასუხს მშობლისათვის ყველაზე აქტუალურ შეკითხვაზე სწორედ აქ ამოიკითხავთ.

მოსწავლეთა საგანგებო აკადემიური მომზადების პროგრამა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ერთ–ერთი უნიკალური ინიციატივაა, რომელიც გულისხმობს დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისათვის დამატებითი, სრულიად უფასო ინდივიდუალური მეცადინეობების ჩატარებას საგნის პედაგოგის მიერ. ეს მეცადინეობები ინიშნება კონკრეტული ვადით და გრძელდება იქამდე, სანამ მოსწავლე სრულფასოვნად არ აითვისებს პროგრამული მასალის გაცდენილ ნაწილს. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მეცადინეობები კლასიკური რეპეტიტორული ფორმატის ანალოგია, რაც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ რეჟიმში მოსწავლის აკადემიური სისუსტეების აღმოფხვრას და თითოეულ საგანში მაქსიმალური შედეგის მიღწევას.