წარმატების პასპორტი

წარმატების პასპორტი ბაქსვუდის მოსწავლის განუყრელი ატრიბუტია. ესაა დოკუმენტი, რომელიც აღწერს მოსწავლის ქცევას და პიროვნულ განვითარებას აკადემიურ სივრცეში და მის მიღმა. წარმატების პასპორტში მოსწავლის კონკრეტულ საქციელთან დაკავშირებით ხდება კომენტარის/შენიშვნის გაკეთება სკოლის ნებისმიერი თანამშრომლის მიერ. თითოეულ კომენტარს, ბაქსვუდის ქცევის კოდექსის საფუძველზე, ჰედმასტერი ანიჭებს დადებით ან უარყოფით ქულას, რაც საბოლოოდ მოსწავლის საპასპორტო რეიტინგს შეადგენს. ამ რეიტინგის საფუძველზე ყოველთვიურად, სემესტრულად და წლიურად ხდება საუკეთესო მოსწავლეების გამოვლენა და დაჯილდოება.

წარმატების პასპორტის რეიტინგი განსაზღვრავს ჰაუსების კოლექტიურ რეიტინგსაც. ეს პრინციპი თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების სასკოლო მოდელს წარმოადგენს, რადგან მოსწავლეები ეჩვევიან მათი პიროვნული როლის განსაზღვრასა და რეალიზებას სოციალურ გარემოში.

წარმატების პასპორტის გარეშე, ბაქსვუდის მოსწავლე სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვება.