პრეფექტები

ბაქსვუდის თითოეულ ჰაუსს ჰყავს პრეფექტები, დაწინაურებული მოსწავლეები, რომლებიც ბაქსვუდის სკოლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენენ.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა მოსწავლეს აქვს პოტენციალი იმისა, რომ იყოს ლიდერი, და ამიტომაც ვაძლევთ მათ საშუალებას, რომ გამოავლინონ ეს პოტენციალი. პრეფექტების შერჩევა ხდება სკოლის თანამშრომლების მიერ ყოველი აკადემიური წლის დასაწყისში. მთელი წლის განმავლობაში პრეფექტებს აკვირდებიან და აფასებენ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მასწავლებლები და ჰედმასტერი. პრეფექტების შერჩევა ხდება მასწავლებლების დაკვირვებისა და რეკომენდაციების საფუძველზე. პრეფექტების შერჩევის დროს, რეკომენდაციების გარდა, გათვალისწინებულია თითოეული კლასის მოსწავლეთა შეხედულებები. პრეფექტის სტატუსი როტაციულია და იცვლება ყოველი წლის დასასრულს.

პრეფექტების უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს სკოლის ადმინისტრაციის დახმარება საკუთარი ჰაუსების ორგანიზებასა და მოწესრიგებაში. პრეფექტების მოღვაწეობა არის სამაგალითო და მისაბაძი ყველა მოსწავლისათვის. ისინი მუდამ ზრუნავენ სკოლის იმიჯისა და რეპუტაციის განმტკიცებაზე, იცავენ მოსწავლეების ინტერესებს და ზრუნავენ მათი შეხედულებების გაზიარებაზე, გამოირჩევიან სამართლიანობით, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, ზრდილობითა და მოსწესრიგებულობით. პრეფექტები მუდამ აკვირდებიან მოსწავლეთა ქმედებებს და სკოლის წესის დარღვევის შესახებ ინფორმაციას აწვდიან სკოლის დირექტორს; მოვალეობების პატიოსნად შესრულების შემთხვევაში, პრეფექტებს აქვთ საშუალება მიიღონ დამატებითი ქულები საკუთარი და ჰაუზის რეიტინგის ასამაღლებლად;


პრეფექტების წარმატებაზე იქნება დამოკიდებული ჰაუსების საერთო რეიტინგის ამაღლება. პრეფექტის მიერ მისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჰაუზს აკლდება რეიტინგული შეფასება და შესაძლებელია პრეფექტმა დაკარგოს თავისი სტატუსი.

გახსოვდეთ, რომ თქვენ წარმოადგენთ სკოლას და სარგებლობთ ნდობით. თქვენთვის მონიჭებული პრივილეგია, თქვენი შემდგომი წარმატების საწინდარია.