❥ ბაქსვუდური კარტოფილის ,,მაჭკატები''

ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურის გაკვეთილზე საოცარი კარტოფილის ,,მაჭკატები'' გამოაცხვეს. პრაქტიკაში ინგრედიენტების ინგლისურად დამახსოვრება ხომ გაცილებით უფრო მარტივი და სახალისოა.
გთავაზობთ რეცეპტს

დაგჭირდებათ:

  • - 800 გ, კარტოფილი
  • - 100 გ. გახეხილი ყველი
  • - 1 ჩ,კ. ორეგანო
  • - მარილი და პილპილი გემოვნებით
  • - 1 ჩ.ჭ. ფქვილი - ზეთი შესაწვავად

მომზადება: კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ და გახეხეთ.დაუმატეთ გახეხილი ყველი, სუნელები, და ფქვილი. აქციეთ ერთიან მასად. ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ, კოვზით გაანაწილეთ მასა, მიეცით მას ჩიტის ბუდის ფორმა. შეწვით ორივე მხრიდან.


გემრიელად მიირთვით ツ