✔ Guest Speaker - ნინო კასრაძე

ბაქსვუდელები ხშირად იწვევნ სტუმრებს, რითაც ყოვლედღიურ სასკოლო ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს და ნაყოფიერს ხდიან. განსაკუთრებით უმართლებთ მაშინ როცა ქ-ნ ნინო კასრაძის მსგავსი გულწრფელი და ემოციური ადამიანი ხვდებათ, რომელმაც მოსწავლეებისთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავად ისაუბრა და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

დღევანდელი შეხვედრის ინიციატორი ბაქსვუდის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თეკლა ლომიძე გახლავთ, რომელმაც კარგად იცის ზიგ ზიგლარის სიტყვები - “წარმატება შრომაა და არა შედეგის მიღება. ის ცდაშია და არა ტრიუმფში. წარმატება პიროვნული სტანდარტია, ის ჩვენი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციაა. თუ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია მხოლოდ მაშინ ვართ წარმატებულები”.