ცენტრის შესახებ

ბაქსვუდის სკოლის მოსამზადებელი განყოფილება მომავალი სასწავლო წლიდან გთავაზობთ განახლებულ პროგრამას, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება-განმტკიცება, რომლებიც დაეხმარებათ ჩვენს პატარებს დაწყებით სკოლაში. უსაფრთხო და მცირე ზომის საკლასო გარემო, უაღრესად დიდ შესაძლებლობებს აძლევს პატარებს რომ მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
კვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგები მუდმივად იზრუნებენ პატარების განწყობაზე, მათ სოციალურ, ფიზიკურ ემოციურ და ინტელექტუალურ გაზრდა-განვითარებაზე.