სასწავლო პროგრამა

სახალისო და საინტერესო გაკვეთილები რომელებიც ძირითადად დღის პირველ ნაწილშია თავმოყრილი, ინტერაქტიულ ხასიათს ატარებს. პატარები შეისწავლიან მშობლიურ ენას, მათემატიკას, ეთიკას ეტიკეტს, ინგლისურს, რუსულს, სახალისო თამაშებითა და საინტერესო ვიდეო გაკვეთილებით. გარდა ამისა პატარებს უტარდებათ ხელოვნების და მუსიკის გაკვეთილები.

სპორტი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ბაქსვუდის სკოლაში და სწორედ ამ მიზნით მოსამზადებელი ჯგუფის პატარა მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ და გამაჯანსაღებენ აქტივობებში.

წელიწადში 2-ჯერ ზამთარში და გაზაფხულზე იმართება შემაჯამებელი ღონისძიებები, სადაც პატარები სახალისო და საინტერესო წარმოდგენებს/სპექტაკლებს გვთავაზობენ პედაგოგებთან ერთად.

სკოლაში არსებული კლუბები გთავაზობთ დამატებით აქტივობებს პატარებსათვის: ცურვა, ტანვარჯიში, კერამიკა, თექა და ა.შ.

პატარა ბაქსვუდელები, რომლებიც მოსამზადებელ ჯგუფში ისწავლიან, გაეცნობიან ბაქსვუდის სკოლის ისტორიას. სწორედ ამ მიზნით კვირაში ერთხელ მათ ჩაუტარდებათ სახალისო გაკვეთილი: „ბაქსვუდი - ჩემი სკოლა“, რომლის ფარგლებშიც პატარები მიიღებენ მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციას იმ სკოლის შესახებ რომელშიც სწავლობენ. გაიგებენ თუ როდის დაარსდა ბაქსვუდის სკოლა, რას ნიშნავს „ჰაუზების“ სისტემა, რატომ აცვიათ სკოლაში ფორმა და ა.შ.