ურთიერთობა მშობელსა და ცენტრს შორის

სკოლა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და აფასებს მშობლის ჩართულობას მოსწავლის სწავლა-განათელების პროცესში. ჩვენი სკოლა მუდმივად ზრუნავს იმაზე რომ ყველა მშობელი დროულად იყოს ინფორმირებული იმ სიახლისა, თუ მოვლენის შესახებ, რომელსაც ადგილი აქვს სკოლაში. მოსამზადებელი ჯგუფიც არ არის გამონაკლისი, პატარებს ექნებათ საკუთარი facebook-ის გვერდი, სადაც ყველა მშობელი იქნება დარეგისტრირებული და დროულად და ოპერატიულად მიიღებს ყველა იმ სიახლესა და ინფორმაციას რაც ხდება კვირის განმავლობაში მათ შვილებთან მიმართებაში. ყველა საკლასო აქტივობა,ღონისძიება თუ ექსკურსია გამოქვეყნდება მასწავლებლის მიერ ყოვლდღიურად.