სკოლის შესახებ

ბაქსვუდის უმაღლესი სკოლა აერთიანებს VI–XII კლასის მოსწავლეებს და მიზნად ისახავს მისი წევრების მომზადებას წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრებისათვის. უმაღლესი სტანდარტის აკადემიური პროცესი, მყუდრო, ჯანსაღი და კომფორტული სასწავლო გარემო, ინოვაციებსა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები, მდიდარი საგანმანათლებლო რესურსები და მრავალფეროვანი არააკადემიური ცხოვრება – ეს ის მახასიათებლებია, რომელთა გამოც სკოლის დღევანდელი მოსწავლეები მომავლის ლიდერებად იზრდებიან და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენენ.

ბაქსვუდის უმაღლეს სკოლაში პროგრამულად გამოიყოფა ორი ეტაპი: გარდამავალი საფეხური (VI-X კლასები) და წინა–საბაკალავრო პროგრამა (XI-XII კლასები).