აკადემიური დირექტორი / Headmaster

ბაქსვუდის სკოლის აკადემიური დირექტორი, ბატონი არჩილ სუმბაძე ახალგაზრდა, ენერგიული და ინოვატორი მენეჯერია, დასავლური სტანდარტის განათლებით, რომელიც მეორე წელია წარმატებით უძღვება დაკავებულ პოზიციას. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, მოღვაწეობდა საქართველოს გაეროს ასოციაციაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პიტსბურგის გლობალურ საგანმანათლებლო ფონდში (აშშ). არის ავტორი და კოორდინატორი არაერთი ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროექტისა. როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი, სწავლობდა პენსილვანიაში, დუკეინის უნივერსიტეტში, ლიდერობისა და პროფესიული განვითარების კოლეჯში. მოპოვებული აქვს პიტსბურგის საუკეთესო საბაკალავრო ესსეს პრემიალური ჯილდო და ჰარვარდის უნივერსიტეტის მოდელირებული კონფერენციის საუკეთესო დელეგატის წოდება.

ბატონი არჩილის სასკოლო მოღვაწეობის მთავარი პრინციპი არის ბაქსვუდელების პიროვნული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება და მათი წარმატებული პროფესიული კარიერისათვის მომზადება.

ბატონი არჩილი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

საკონტაქტო ელ.ფოსტა: headmaster@buckswood.ge