წინა-საბაკალავრო პროგრამა

წინა–საბაკალავრო პროგრამა ბაქსვუდის უმაღლესი სკოლის ერთ–ერთი ცენტრალური საგანმანათლებლო პროდუქტია, რომელიც ინტენსიური მომზადებისა და უნივერსალური პრაქტიკული გამოცდილების გზით, აბიტურიენტებს ამზადებს როგორც კონკრეტული საატესტატო და ეროვნული გამოცდებისათვის, ასევე წარმატებული სტუდენტური ცხოვრებისა და მომავალი პროფესიული კარიერისათვის.

პროგრამა შედგება 6 ძირითადი კომპონენტისაგან*:

  • აკადემიური პროგრამის გაძლიერებული სწავლება;
  • პრაქტიკული უნარ–ჩვევების ტრენინგები (ეფექტური პრეზენტაცია, ლიდერობა და მართვა, აკადემიური წერა, CV–ს და RESUME–ს წერა, ა.შ.);
  • პროფესიული ორიენტაცია (პროფესიების, პროგრამების, უნივერსიტეტებისა და დასაქმების სფეროების გაცნობა);
  • საზაფხულო საცდელი სტაჟირება (საჯარო ან არასამთავრობო ორგანიზაციაში);
  • პერსონალური პროფესიული მრჩეველი;
  • ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატისათვის მოსამზადებელი ინტენსიური კურსი (IELTS ან TOEFL).

* პროგრამის სრულყოფილი ამოქმედება მოხდება 2014 წლიდან.