დარეჯან მაჩალაძე

დარეჯან მაჩალაძე

ისტორიკოსი, ისტორიის დოცენტი

1991 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს 2003 წლის სექტემბრის გადაწყვეტილებით, დარეჯანს მიენიჭა დოცენტის წოდება. არის მონაწილე სხვადასხვა ტრენინგებისა, მათ შორისაა: ,,კონფლიქტის მართვა’’, ,,ინტერაქტიული სწავლების მეთოდები’’, ,,განვითარებისა და სწავლის თეორიები’’, ასევე ,,სწავლება და შეფასება’’.

1991-2005 წწ-ში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრაზე იყო უფროსი მასწავლებელი. 1997-2011 წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ ,,ალმა მატერში’’ გახლდათ ისტორიის პეაგოგი, ლექტორი. პარალელურად ასწავლიდა დემირელის კერძო კოლეჯში.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

დარეჯან მაჩალაძე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის ისტორიის პედაგოგია.