ელენე გაფრინდაშვილი

ელენე გაფრინდაშვილი

ფრანგული ენის პედაგოგი

2008 წელს ელენემ დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტი და მოიპოვა ფრანგული ენის პედაგოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, 2009-2011 წწ-ში ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა მაგისტრის აკადემიური ხარისხი, განათლების მიმართულებით, სპეციალობა - საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავებელი (ფრანგული ენა).

2005-2007 წლებში ელენემ მოიპოვა DELF-ის საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ენის ცოდნის დამადასტურებული საერთაშორისო დიპლომი.

იგი არის მონაწილე სხვადასხვა ტრენინგებისა:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ფონდ ,,ოლოფ პალმსის’’ მიერ მოწყობილი სემინარისა ,,ესპანეთი-საქართველო, ცვლილებების ანარეკლი’’, 2010 წლის 30 აპრილი;
  • სახელმძღვანელო ben-joue-ს საშუალებით ფრანგული ენის სწავლების შესახებ გამართულ ატელიე-ტრენინგებში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ფრანგული ინსტიტუტი, 2011 წლის 2 აპრილი;
  • ფრანგული ენის სწავლების შესახებ გამართული პედაგოგიური სახელოსნო, თემატიკაზე: გაკვეთილის დაგეგმვა. ორგანიზატორები: საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ფრანგული ინსტიტუტი;

ელენეს 8 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს, იგი ასწავლიდა სხვადასხვა სკოლებსა, თუ უცხო ენების ცენტრებში, მათ შორის: კერძო სკოლა ,,აკადემიური’’, 155-ე საჯარო სკოლა, კერძო უცხო ენების ცენტრი ,,Modern School of English’’ და ა.შ.

2012 წელს ელენემ წარმატებით გაიარა პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდები.

ელენე გაფრინდაშვილი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის ფრანგული ენის პედაგოგია.