გულიკო ხაბურზანია

გულიკო ხაბურზანია

აკადემიური დოქტორი ფილოლოგიაში, გერმანული ენის პედაგოგი

1998 წელს დამთავრებული აქვს თბილისის ი. ჭვაჭვაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტი, კვალიფიკაცია საშუალო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი, 2003 წელს გახლდათ ამავე უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და უცხოური ენების სწავლების მეთოდიკის კათედრის ასპირანტი.

2009 წელს მას მიენიჭა ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი.

2010-2011 წლებში გულიკო ხელმძღვანელობდა გერმანული ენისა და ლიტერატურის მიმართულებას, თბილისის დავით აღმაშენებლის სახლობის უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტში იყო საბაკალავრო პროგრამის ,,გერმანული ენა და ლიტერატურა’’ ხელმძღვანელი.

გულიკოს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვდასხვა კონფერენციებსა და სემინარებში. მათ შორის: გერმანული ენის კონგრესში 2011 წელს, ასევე აქვს გავლილი კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები გოეთეს ინსტიტუტში, თბილისსა და გერმანიაში. იგი გახლავთ ავტორი რამოდენიმე სამეცნიერო ნაშრომის.

ფლობს ქართულ, გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

გულიკო ხაბურზანია ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის გერმანული ენის მასწავლებელია.