ქეთი ტატიშვილი

ქეთი ტატიშვილი

ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ფიზიკის პედაგოგი

1983 წელს დაამთავრა კომაროვის სახ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლა - ინტერნატი, ამავე წელს ჩააბარა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე. 2002 წელს დაამთავრა საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების რესპუბლიკური ინსტიტუტის, მათემატიკის სპეც-ფაკულტეტი. ჩართული იყო უამრავ სემინარსა, თუ ტრენინგში მათ შორის: ნორვეგიის ლტოლვთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში სამოქალაქო განათლება და ინტერაქტიული სწავლება, ასევე ასოციაცია ,,სკოლა-ოჯახი-საზოგადოების’’ მიერ ორგანიზებულ სემინარებზე: ,,სკოლის მართვა და სისტემური განვითარება’’ და სკოლების განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიები’’. ასევე მონაიწლეობდა ტრენინგში თემაზე: ,,არასრულწლოვან მსჯავრდებულთა განათლებისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საკითხები’’.

1990 წლიდან გახლავთ თბილისის 57-ე საჯარო სკოლის ფიზიკისა და მათემატიკის პედაგოგი და კათედრების ხელმძღვანელი. პარალელურად მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა № 5 საერთო საპყრობილის ფიზიკის მასწავლებელად, ასევე გახლავთ ფონდ ,,განათლების ინსტიტუტის’’ მიერ სერტიფიცირებული მწვრთნელი.

იგი სერტიფიცირებული მასწავლებელია როგორც ფიზიკაში, ასევე მათემატიკაში.

მისი სამეცნიერო მოღვაწეობა ბევრ ნაშრომს მოიცავს, მათ შორისაა: ,,ფიზიკის სწავლების მეთოდიკა’’; VII (2006 წ.), VIII (2007 წ.), VIII (2010 წ.), IX, X, XI კლასის ფიზიკის გრიფირებული სახელმძღვანელობი (გამომცემლობა ,,დიოგენე’’); ასევე გახლავთ თანაავტორი V კლასის (2010 წ.) ბუნების გრიფირებული სახელმძღვანელოსი.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ქეთი ტატიშვილი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის ფიზიკის პედაგოგია.