ლიზი გადრანი

2006 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი, 2009 წელს კი გახდა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრი. ამჟამად დოქტორანტია გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის სპეციალობით.

მას ეკუთვნის სტატია - ,,გლაციოლოგიური გამოკვლევები მდინარე ზოფხიტურას აუზში’’. არის სხვადსხვა კონფერენციებისა თუ ექსპედიციების მონაწილე და ორგანიზატორი.

ლიზის პედაგოგიური მოღვაწეობა 2006 წლიდან იწყება, იგი ასწავლიდა ,,წმ. გიორგის სახელობის საერო სკოლაში’’, ასევე ,,პირველ კლასიკურ გიმნაზიაში’’, ხოლო 2009 წლიდან-დღემდე ,,ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის’’ გეოგრაფიის მასწავლებელი და საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

პრეზენტაციები, გრანტები, გამოფენები, ვორკშოპები და გასვლითი გაკვეთილები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მუდამ ინოვაციური ლიზი გადრანის სასკოლო ცხოვრების სტილია.