მაკა ქარქაშაძე

მაკა ქარქაშაძე

ლინგვისტი, ესპანური ენის პედაგოგი

2001 წელს დამთვარებული აქვს ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ინგლისური ენის ფაკულტეტი, სადაც მიენიჭა საშუალო სკოლის ინგლისური ენისა და ესპენური ენის მასწავლებლის კვალიფიკაცია, 2005 წელს დაასრულა ამავე უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხი, სპეციალობით - ესპანური ენის სწავლების თეორია და პრაქტიკა, კულტურათა შორისი კომუნიკაცია.

2004 წელს მოიპოვა ესპანური ენის DELE-ს დიპლომი, B2.

2009 წელს სწავლა განაგრძო დოქტურანტურაში, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტზე.

2002/2005 წლებში გავლილი აქვს ესპანური ენისა და ლიტერატურის სწავლების პროფესიული ტრენინგები ესპანეთის ქალაქ მადრიდსა და მალაგაში.

2007 წელს მუშაობდა ქ. თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ესპანური ენის ლექტორად, პარალელურად გახლდათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ესპანური ენის პედაგოგი.

2003 წლიდან დღემდე გახლავთ შ.პ.ს. საერო საშუალო სკოლა კომპლექს ,,სადუნში’’, ესპანური ენის პედაგოგი.

2012 წელს მან წარმატებით ჩააბარა პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდა და მიენიჭა ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სერტიფიკატი.

ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს.

მაკა ქარქაშაძე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის ესპანური ენის მასწავლებელია.