ნატა ბიჭიკაშვილი

ნატა ბიჭიკაშვილი

ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

1997 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგ-გენეტიკოსის და პროფილაქტიკური მედიცინის ექიმის კვალიფიკაციით. 1998 წელს ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრაზე ასპირანტად, 6 წლის შემდეგ კი სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, გამოქვეყნებული აქვს 11 სამეცნიერო სტადია.

მისი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ეკოლოგიური მოდერნირების ორგანიზაციის წევრობით იწყება, მალევე მოიპოვა ღია საზოგადოება ,,საქართველოს’’ სტიპენდია. 2003 წლიდან მუშაობდა თბილისის კ. კეკელიძის სახელობის 29-ე საჯარო სკოლაში ბიოლოგიისა და ქიმიის პედაგოგად. პარალელურად მუშაობდა ჟურნალ ,,რეიტინგისა’’ და ტელეკომპანია ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ ერთობლივ პროექტ ,,ეტალონში’’, რომლის ფარგლებშიც იყო ,,ეტალონის’’ კითხვების კრებულის სარედაქციო საბჭოს წევრი. 2006 წლიდან ქ-ნი ნატა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო აკადემიის წევრია.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

სერტიფიცირებულია, ჩაბარებული აქვს როგორც საგნობრივი გამოცდა, ასევე პროფესიული უნარები და კომპიუტერი.

ნატა ბიჭიკაშვილი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის ბიოლოგიის პედაგოგი და საბუნებისმეტყველო დეპარტამენტის ხელმძღვანელია.