,,სიმულაცია 1781

ბაქსვუდში ექსპერიმენტული სასწავლო პროექტი - ,,სიმულაცია 1781" გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ერეკლე II-ს, სოლომონ I-ს, სოლომონ ლიონიძის და სხვათა როლები მოირგეს, მე-18 საუკუნის ისტორიული რეალობა გააცოცხლეს და სამეფო დარბაზის სხდომა გამართეს, რომელსაც უნდა განესაზღვრა ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო კურსი და შესაბამისი სამეფო სტრატეგიები. სხდომას ასევე ესწრებოდა რუსეთის დელეგაცია ეკატერინე მეორეს ხელმძღვანელობით და ევროპული ქვეყნების საგანგებო ელჩები. მონაწილეებს ევალებოდათ ეპოქის კონტექსტის გათვალისწინება, თუმცა, ჰქონდათ იმპროვიზაციის თავისუფლება დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღებისას. დაძაბული ხუთსაათიანი თათბირის შედეგად, დარბაზმა უარი თქვა აფხაზეთის მთავარ შერვაშიძისა და ანტონ კათალიკოსის შემოთავაზებულ გეგმებზე და მიიღო იულონ ბატონიშვილის წინადადება რუსთა მეფესთან სწორუფლებიანი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. შესაბამისად, ბაქსვუდელებმა გეორგიევსკის ახალი ტრაქტატი დავწერეთ ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი პირობებით. პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი ისტორიის პედაგოგი - ვენერა ანთიძე "Those who do not learn history are doomed to repeat it." #ADVITAMPARAMUS