ბაქსვუდის სპორტული კონცეფცია

ბაქსვუდის სპორტული კონცეფცია ემყარება ოთხ ძირითად პრიორიტეტს:

  1. ცხოვრების ჯანსაღი წესი
  2. პირადი ჰიგიენის დაცვა
  3. პირადი უსაფრთხოება
  4. ძირითადი სპორტული უნარ-ჩვევების შეძენა

სპორტი და ფიზიკური განათლება აუცილებელი პირობაა ჰარმონიული განვითრებისათვის, რაც დაწყებითი და საბაზო განათლების ძირითად მიზანს წარმოადგენს. მოზარდს დაწყებითი კლასებიდანვე ვუნერგავთ ფიზიკური აქტივობის აუცილებლობის შეგნებას. ის აცნობიერებს, რომ ჯანმრთელობა ნიშნავს არა რომელიმე დაავადების არქონას, არამედ ამ დაავადების თავიდან აცილებას, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით არის შესაძლებელი. ბაქსვუდელებმა იციან, რომ ფიზიკური აქტივობა სიცოცხლის გახანგრძლივების , სოციალური და მატერიალური კეთილდღეობის საწინდარია.

სპორტისა და ფიზიკური განათლების საგნის სწავლების მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესება ხელს უწყობს მოსწავლეთა ფსიქო-ფიზიკურ განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის, როგორც ფასეულობის განმტკიცებას და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ესენია: სამართლიანი თამაში, გუნდური სულისკვეთება, ინდივიდუალური და გუნდური თვითგამოხატვა, ურთიერთდახმარება, შინაგანი დისციპლინა, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა, პასუხისმგებლობის განაწილება და ლიდერობა, არაძალადობრივი ურთიერთქმედება, კოლეგიალობა, ურთიერთგაგება.

აღსანიშნავია, რომ ბაქსვუდის სპორტის მიმართულებას განსაკუთრებულ პრესტიჟს სძენს ჩვენი აქტიური თანამშრომლობა ბრიტანეთის ბაქსვუდის სკოლასთან. ინგლისელი სელექციონერი პერიოდულად ეწვევა ჩვენს სკოლას და ჩვენი მწვრთნელების გადამზადების გარდა, გამორჩეული სპორტული მონაცემების ბავშვებს გზას უკვალავს დიდი ევროპული კარიერისაკენ.