ტრანსპორტის მიმოსვლისა და ტრანსპორტში ქცევის ინსტრუქცია

შპს „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი“-ს
ტრანსპორტის მიმოსვლისა და ტრანსპორტში ქცევის

ინსტრუქცია

მუხლი 1

წინამდებარე ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განსაზღვრება:

  1. ინსტრუქცია - ტრანსპორტის მიმოსვლისა და ტრანსპორტში ქცევის ინსტრუქცია.
  2. სკოლა - შპს „ბუქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისი“
  3. სკოლის მომსახურება - სკოლის ძირითადი მომსახურებების ერთობლიობა: მოსამზადებელი სკოლამდელი კურსი; დაწყებითი საფეხური; საშუალო საფეხური; საბაზო საფეხური.
  4. თანამშრომელი - პირი, რომელიც სამართლებრივ შრომით ურთიერთობაში იმყოფება სკოლასთან, ან პირი, რომელიც სხვა ტიპის ხელშეკრულების/შეთანხმების საფუძველზე ემსახურება სკოლას
  5. მოსწავლე - მცირეწლოვანი, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი პირი, რომელიც სარგებლობს სკოლის მომსახურებით.
  6. მშობელი - მოსწავლის მამა, დედა, მეურვეობა/მზრუნველობაზე უფლებამოსილი პირი;
  7. მოსწავლის ოჯახის სხვა წევრები - მოსწავლის სრულწლოვანი და, ძმა, ბებია, ბაბუა და მოსწავლის ავტობუსამდე/სახლამდე მიცილებაზე უფლებამოსილი პირი.
  8. (ბრჩხილებში მოცემული ტექსტი ) - მუხლის დამაზუსტებელი შენიშვნის ტიპის ტექსტი, რომელიც გამოირჩევა ინსტრუქციის მუხლის ტოლფასი სავალდებულო ხასიათით ან/და მინიშნება თუ ვის ვალდებულებით/უფლებამოსილებით ნაწილს განსაზღვრავს მუხლი/პუნქტი.
  9. მძღოლი - სკოლის თანამშრომელი ან დაქირავებული პირი, რომელიც საკუთარი, ან სკოლის კუთვნილებაში არსებული ავტომანქანით ემსახურება მოსწავლეებს.
  10. გაჩერება - ადგილი, სადაც სკოლის ავტობუსი/მიკროავტობუსი ჩერდება მოსწავლის მომსახურეობისა და ავტომანქანის დღის ბოლოს გაჩერების მიზნით.
  11. სასწავლო დღე - პირველი გაკვეთილის დაწყების შესახებ მაუწყებელი ზარიდან ბოლო გაკვეთილის (იგულისხმება მოსამზადებელი/პრეპ დროც) დამთავრების მაუწყებელ ზარამდე პერიოდი.
  12. მოკლე სასწავლო დღე - წინამდებარე განმარტება შეესაბამება ამავე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ სასწავლო დღის განმარტებას მოსამზადებელი დროის (პრეპ დრო) გამოკლებით, თუ მოსწავლეს აღნიშნულ დროს არ აქვს სავალდებულო ტიპის გაკვეთილი/საგანი და მშობელის უფლებამოსილებით განთავისუფლებულია მოსამზადებელი დროისაგან.
  13. „ჰედ ოვ ტრანსპორტი“ - სკოლის მოსწავლე, რომელიც აკადემიური დირექტორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ახორციელებს ტრანსპორტში მოსწავლეთა ქცევის წესების კონტროლსა და ინსტრუქციით მასზე დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულებას.
  14. ხელფასი - სკოლის მიერ გაცემული თანხის ყოველთვიური ოდენობა, რომელიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს გადაეცემა შრომითი ან ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 2

ინსტრუქცია ადგენს სკოლის ტრანსპორტის მიმოსვლისა და ტრანსპორტში ქცევის წესებს.

მუხლი 3

ინსტრუქციით გათვალისწინებული წესები მათი შინაარსის გათვალისწინებით სავალდებულოა თანამშრომელთათვის, მოსწავლეებისათვის, მშობლებისათვისა და მოსწავლის ოჯახის სხვა წევრებისათვის.

მუხლი 4

  1. სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ყოველწლიურად ევალებათ სასწავლო პროცესის დაწყებამდე მინიმუმ 20 (ოცი) კალენდარული დღით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაუგზავნონ მშობლებს მოსწავლის ტრანსპორტირების ადგილის დაზუსტების მოთხოვნით და მინიმუმ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე გადასცენ სკოლის ადმინისტრაციულ დირექტორს სრული ინფორმაცია. (ადმინისტრაცია)
  2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექსტური შეტყობინება უნდა მოიცავდეს მშობელთა ინფორმირების ტექსტს ამავე მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული სავარაუდო 500 მეტრის რადიუსის შესახებ დათქმას და ვადების დარღვევის შემთხვევაში, მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების აღწერას. (ადმინისტრაცია)
  3. მშობელს ევალება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში მიაწოდოს სკოლის ადმინისტრაციას მოსწავლის მისამართი. სწორედ ამ მისამართის მაქსიმუმ 500 (ხუთასი) მეტრის რადიუსში მოხდება ბავშვის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა ერთი სემესტრის განმავლობაში: ავტობუსით/მიკროავტობუსით ტრანსპორტირება სკოლის ტერიტორიამდე, ავტობუსით/მიკროავტობუსით ტრანსპორტირება სკოლის ტერიტორიიდან მოსწავლის ჩამოსვლის წინასწარ განსაზღვრულ გაერებამდე (სკოლაში გამგზავრებისა და უკან დაბრუნების გაჩერებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ტერიტორიულად ერთმანეთ თუ დაცულია ამავე პუნქტის ხუთასი მეტრის რადიუსის დათქმა). (მშობელი)
  4. მშობლის მიერ წინამდებარე მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამის ვადაში შეუსრულებლობა ავტომატურად აღიქმება როგორც მშობლის სამართლებრივი უარი მოსწავლის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის შესახებ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, რაც ამავდროულად არ ანთავისუფლებს მას სასკოლო მომსახურების საფასურის ნაწილი/მთელი საფასურის გადახდისაგან. ვინაიდან იგულისხმება რომ მშობელმა საკუთარი აქტიური უმოქმედობით და შესაბამისად ბრალეული ქმედებით დაკარგა სკოლის მომსახურების კონკრეტული (ტრანსპორტირებით მომსახურება) ნაწილი. (მშობელი)
  5. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მშობელი უფლებამოსილია დამატებითი საფასურის გადახდის გზითა ( ასი ლარი ) და წერილობითი განცხადების საფუძველზე სთხოვოს სკოლის ადმინისტრაციას ტრანსპორტით მომსახურევბის აღდგენა, ხოლო თავის მხრივ სკოლის ადმინისტრაცია უფლებამოსილია შესაძლებლობისამებრ შეიტანოს ტრანსპორტირების მარშრუტში ცვლილებები ან მსგავსი ცვლილებების შეუძლებლობის შემთხვევაში უარი განაცხადოს მშობლის მოთხოვნაზე და უკან დაუბრუნოს დამატებითი საფასურის თანხა. (მშობელი; ადმინისტრაცია)

მუხლი 5

  1. ინსტრუქციის მე-4 მუხლის უფლებამოსილებით შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციული დირექტორის ხელმძღვანელობით მძღოლები ქვეყანაში არსებული მოძრაობის წესებისა და გზების დატვირთულობის გათვალისწინებით, ყოველწლიურად, სასწავლო პროცესის დაწყებამდე 2 კალენდარული დღით ადრე ადგენენ ავტობუსთა/მიკროავტობუსთა მოძრაობის მარშრუტებს მოსწავლეთა სახელების/გვარების, კონკრეტული ავტობუსების კუთვნილების, დილით აყვანა და საღამოს დატოვების მისამართების დეტალური აღწერითა და ტრანსპორტის კონკრეტულ გაჩერებებზე მისვლის დაახლოებითი (10 წუთის ცდომილებით, მაგრამ აღნიშნული 10 წუთი ეხება გაჩერებაზე ავტობუსის მისვლის დაგვიანების შესაძლებლობას და არა 10 წუთით ადრე მისვლას) დროის მითითებით (ინსტრუქციის დანართი 1-ით დათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად), ხოლო ადმინისტრაციული დირექტორი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის სკოლის ადმინისტრაციისათვისა და სკოლის აკადემიური დირექტორისათვის გადაცემას იმავე დღეს. (ადმინისტრაციული დირექტორი; მძღოლები)
  2. აკადემიური დირექტორი წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღის განმავლობაში ამტკიცებს „ჰედ ოვ ტრანსპორტის“ პოზიციაზე მყოფი მოსწავლეების სიას („ჰედ ოვ ტრანსპორტის“ უფლებამოსილების შესრულების კანდიდატის მშობელთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე) თითოეულ ტრანსპორტში 1 (ერთი) პასუხისმგებელი მოსწავლისა და 2 (ორი) მოსწავლის მითითებით რომელნიც უფლებამოსილნი იქნებიან განახორციელონ ჰედ ოვ ტრანსპორტის ფუნქციების შესრულება ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში. (აკადემიური დირექტორი; „ჰედ ოვ ტრანსპორტი“, მშობელი)
  3. ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული დირექტორისაგან მიღებული მონაცემების მშობლებისათვის მიწოდებას უზრუნველყოფენ ადმინისტრაციის თანამშრომლები დეტალური მოკლეტექსტური შეტყობინებების მეშვეობით ყოველწლირად სასწავლო პროცესის დაწყებამდე 2 კალენდარული დღის განმავლობაში; (ადმინისტრაცია)
  4. მშობელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სკოლის ადმინისტრაციას და დეტალურად მოითხოვოს გაჩერების ადგილის დროისა და პირობების შესახებ ინფორმაცია ხოლო ადმინისტრაციის თანამშრომლები ვალდებულნი არიან მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია. თუ ადმინისტრაციული სამსახური არ ფლობს იმ ტიპის დეტალების შესახებ მონაცემებს რასაც მოითხოვს მშობელი, ადმინისტრაციის თანამშრომლები ვალდებულნი არიან აღნიშნული მონაცემები დაზუსტონ ადმინისტრაციულ დირექტორთან. (მშობელი; ადმინისტრაცია; ადმინისტრაციული დირექტორი)
  5. თუ მშობელი ინფორმაციის დაზუსტების მიზნით არ დაუკავშირდება სკოლის ადმინისტრაციას, იგულისხმება რომ მას არ გააჩნია კითხვები და შესაბამისად ვერ წარმოეშვება რაიმე ტიპის სამართლებრივი მოთხოვნის უფლება ინფორმაციის არ ქონის ან არასრულფასოვანი ინფორმაციის გამო. (მშობელი)

მუხლი 6

  1. სასწავლო დღის შემდეგ საწყისი, საშუალო და საბაზო საფეხურების მოსწავლეები ვალდებულნი არიან 4 საათსა და 55 წუთზე იმყოფებოდნენ იმ სატრანსპორტო საშუალებაში რომელიც უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას. (მოსწავლე)
  2. სკოლამდელი/მოსამზადებელი საფეხურის მოსწავლეების საკუთარ სატრანსპორტო საშუალებებში დროულ განთავსებას წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფენ აღმზრდელები. (აღმზრდელები)
  3. „ჰედ ოვ ტრანსპორტი“ ვალდებულია გადაამოწმოს მოსწავლეთა საკუთარი უფლებამოსილების ქვეშ არსებული ტრანსპორტის სია და დანაკლისის შემთხვევაში დაუკავშირდეს სკოლის ადმინისტრაციას დასაზუსტებლად, რომელიც თავისმხრივ ვალდებულია დააზუსტოს ინფორმაცია. (ჰედ ოვ ტრანსპორტი)
  4. კატეგორიულად დაუშვებელია სიების დარღვევა და მოსწავლის იმ ტრანსპორტით გამგზავრება რომელშიც ის არ იყო თავდაპირველად გამწესებული. აღნიშნულზე კონტროლი ეველაბა ჰედ ოვ ტრანსპორტს“. ( საერთო; ჰედ ოვ ტრანსპორტი)
  5. ყოველი მოსწავლე ვალდებულია ტრანსპორტში ჩასხდომის თანავე შეიკრას უსაბრთხოების ღვედი და საკუთარ გაჩერებამდე არ დატოვოს ადგილი ან/და არ გაიხსნას უსაბრთხოების ღვედი. (მოსწავლე)
  6. დაუშვებელია ტრანსპორტის მოძრაობის განმავლობაში მოსწავლის ფეხზე დგომა. (მოსწავლე)
  7. მოსწავლის მხრიდან დაუშვებელია ტრანსპორტში ყვირილი, უცენზურო სიტყვებით საუბარი, საკუთარი ადგილის დატოვება, საკუთარ ადგილზე მობრუნებით არასტანდარტულად ჯდომა. (მოსწავლე)
  8. დაუშვებელია ტრანსპორტში საკვების ან რაიმე ტიპის სასმელის მიღება გარდა სასმელი წყლისა. (მოსწავლე)
  9. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე კონტროლი ევალება „ჰედ ოფ ტრანსპორტს“, მისი ვალდებულებაა დააფიქსიროს დარღვევა და მოითხოვოს წესების დაცვა ხოლო შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში დეტალური ინფორმაცია დამრღვევ მოსწავლეთა ქცევის შესახებ მიაწოდოს სკოლის ადმინისტრაციას მომდევნო სასწავლო დღის პირველ ნახევარში (პირველი ორი გაკვეთილი). (ჰედ ოვ ტრანსპორტი)
  10. „ჰედ ოფ ტრანსპორტის“ მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობა ევალება მძღოლს რომელიც ვალდებულია ნებისმიერი უმოქმედობისა თუ დარღვევის შემთხვევაში ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციას მიაწოდოს მეორე სასწავლო დღის პირველ ნახევარში (პირველი ორი გაკვეთილი). (მძროლები)
  11. ქცევის წესების დარღვევის შეტყობინების მიღების შემდეგ ადმინისტრაციის თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიწერონ ტექსტური შეტყობინება დამრღვევი მოსწავლის მშობელს და ამავდროულად დაუკავშირდნენ მათ ტელეფონის მეშვეობით მოსწავლის ქცევის გამოსწორებისაკენ მიმართული ღონისძიებების გატარების მიზნით. (აღნიშნულ ქმედებას ეწოდება მოსწავლის გაფრეთხილება). (ადმინისტრაცია)
  12. ადმინისტრაციის თანამშრომლები ვალდებულნი არიან აწარმოონ გაფრთხილებების ჟურნალი ინსტრუქციაზე თანდართული დანართი-2 ის შესაბამისად. (ადმინისტრაცია)
  13. სამი გაფრთხილების შემდეგ მოსწავლეს ავტომატურად 1 (ერთი) კვირის განმავლობაში (5 სასწავლო დღე) ეზღუდება ტრანსპორტით მომსახურება (ერთმევა უფლება ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებით). (მოსწავლე; მშობელი)
  14. „ჰედ ოვ ტრანსპორტის“ მოვალეობის მქონე პირისათვის სამმა გაფრთხილებამ, დარღვევათა სიმძიმის შესაბამისად შეიძლება მიგვიყვანოს ორ სამართლებრივ შედეგთან აკადემიური დირექტორის იმპერატიული გადაწყვეტილების საფუძველზე: განთავისუფლებულ იქნას „ჰედ ოვ ტრანსპორტის“ მოველაობების შესრულებისაგან ან/და შეესზღუდოს ტრანსპორტით მომსახურება (ერთმევა უფლება ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებით) 2 (ორი) კვირის განმავლობაში (10 სასწავლო დღე). (ჰედ ოვ ტრანსპორტი; აკადემიური დირექტორი).

მუხლი 7

  1. ავტობუსისა და მიკროავტობუსის მძღოლებს ეკრძალებათ მე-8 კლასის ჩათვლით მოსწავლეთა, მშობლის ან/და მოსწავლის ოჯახის სხვა წევრის დახვედრის გარეშე ჩამოსხმა გაჩერებებზე, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა როდესაც მშობელი წერილობითი განცხადების საფუძველზე, მოითხოვს უფლება მიეცეს მოსწავლეს მშობლის დახვედრის გარეშე დატოვოს სკოლის ავტობუსი/მიკროავტობუსი. (მძღოლი, მშობელი) (danarTi gavakeTo tipiuri gancxadebebis)
  2. მოსწავლის ოჯახის წევრის/ების იდენთიფიცირება მძღოლის მიერ ხდება თავად მოსწავლის დასტურის გზით. (მძღოლი ეკითხება მოსწავლეს იცნობს თუ არა დამხვედრს და აკავშირებს თუ არა მასთან ნათესაური ან სხვა ტიპის ახლო კავშირი. დადებითი პასუხის შემთხვევაში მძღოლი უფლებამოსილია დართოს ნება მოსწავლეს ჩავიდეს გაჩერებაზე). (მოსწავლე,მშობელი)
  3. იმ შემთხვევაში თუ მშობელს არ სურს, ენდოს მოსწავლის განსჯის უნარს ან/და მოსწავლე რაიმე ტიპის გაუთვალისწინებელი მომატებული საბრთხის ქვეშ იმყოფება/შეიძლება იმყოფებოდეს ის უფლებამოსილია წერილობითი განცხადების საფუძველზე დააკონკრეტოს ვის აქვს უფლებამოსილება დახვდეს მოსწავლეს. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივი რეაგირება ევალება ადმინისტრაციასა და ადმინისტრაციულ დირექტორის. მშობლის მიერ ამ უფლების გამოუყენებლობა ავტომატურად გულისხმობს რომ ის ენდობა მოსწავლის განსჯის უნარს და პრენეტზია არ გააჩნია. (მძღოლი; მოსწავლე; ადმინისტრაცია)
  4. იმ შემთხვევაში თუ მშობელს სურს რომ წინამდებარე მუხლის პირველი ან/და მეორე პუნქტის/ების მოქმედება გავრცელდეს მე-8 კლასზე მაღალ საფეხურზე მყოფ მოსწავლეზე, ის უფლებამოსილია წერილობითი განცხადებით მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას ხოლო ეს უკანასკნელი ადმინისტრაციულ დირექტორთან შეთანხმებით უზრუნვეყოფს მოთხოვნის აღსრულებას. (ადმინისტრაცია; მოსწავლე; მშობელი)
  5. წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით მშობელი უფლებამოსილია მოითხოვოს, მიეცეს მე-8 კლასში და მის ქვედა საფეხურზე მყოფი მოსწავლე აღიჭურვოს უფლებით თანმხლების გარეშე დატოვოს ტრანსპორტი საკუთარ გაჩერებაზე ან/და მძღოლისათვის გაჩერების მოთხოვნის საფუძველზე. (მშობელი; მძღოლი; ადმინისტრაცია)
  6. მე-8 კლასზე მაღალ საფეხურზე მყოფი მოსწავლე უფლებამოსილია მძღოლისაგან მოითხოვოს გაჩერება ჩასვლის სურვილის შესაბამისად ხოლო მძღოლი ვალდებულია მოძრაობის წესების გათვალისწინებით შეასრულოს მოთხოვნა (მძღოლი; მოსწავლე)
  7. თუ მშობელს სურს რომ წუნამდებარე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთვას მოსწავლეს ან/და პირიქით აღნიშნული უფლებით აღიჭურვოს მე-8 კლასში და მის ქვედა საფეხურზე მყოფი მოსწავლე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ფორმით უფლებამოსილია, მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას. (მშობელი; მოსწავლე; მძღოლი; ადმინისტრაცია)

მუხლი 8

  1. თუ დილით მოსწავლე აგვიანებს ავტობუსის გაჩერებაზე მძღოლი არ არის ვალდებული დაელოდოს მას და ეკრძალება დაელოდოს მოსწავლეს იმ შემთხვევაში თუ ლოდინის დრომ შეიძლება არიოს დაგეგმილ გაჩერებებზე მისვლის წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი. (მძღოლი; მოსწავლე; მშობელი)
  2. მოსწავლე რომელმაც ვერ მიუსწრო ავტობუსს უფლებამოსილია სხვა/მომდევნო გაჩერებებზე დაეწიოს მძღოლს და ავიდეს ტრანსპორტში. (მძღოლი; მოსწავლე; მშობელი)
  3. მოსწავლის, დილით, ტრანსპორტში ასვლის თანავე უნდა გაკეთდეს აღრიცხვა მოსწავლის ავტობუსში/მიკროავტობუსში ასვლის შესახებ (დანართი 1-ის ფორმის მიხედვით). აღნიშნულის განხორციელება და ზედამხედველობა ევალება მძღოლს ჰედ ოვ ტრანსპორტის ან/და მისი მოვალეობის შემსრულებელთა დახმარებით. (მოსწავლე, ჰედ ოვ ტრანსპორტი; მძღოლი)
  4. ბაგების გაჩერებაზე მე-8 კლასის ზევით მყოფ მოსწავლეებს უფლება ეძლევათ საკუთარი სურვილისამებრ და საკუთარი პასუხისმგებლობით დატოვონ ავტობუსი და ამ უკანასკნელის გასვლამდე დაუბრუნდნენ საკუთარ ადგილს ტრანსპორტში. (მოსწავლე; მშობელი)
  5. მძღოლი არ არის ვალდებული დაუცადოს იმ მოსწავლის საკუთარ ადგილზე დაბრუნებას რომელმაც გამოიყენა წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლება მაგრამ დააგვიანა საკუთარ ადგილზე დაბრუნება და ეკრძალება დაელოდოს მოსწავლეს იმ შემთხვევაში თუ ლოდინის დრომ შეიძლება არიოს დაგეგმილ გაჩერებებზე მისვლის წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი. (მძღოლი; მოსწავლე; მშობელი)
  6. მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლება შეიძლება შეეზღუდოს ან პირიქით აღნიშნული უფლებით აღიჭურვოს (მე-8 კლას ქვევით მყოს საფეხურზე არსებული) მოსწავლე, ამავე ინსტრუქციის 7.4 მუხლით განსაზღვრული ფორმით, მშობლის წერილობითი განცხადების საფუძველზე. (მშობელი; მოსწავლე; ადმინისტრაცია)

მუხლი 9

  1. სკოლის ტეერიტორიიდან მოსწავლის გაჩერებაზე ჩასვლისას მძროლმა, ჰედ ოვ ტრანსპორტის ან/და მისი მოვალეობის შემსრულებელთა დახმარებით უნდა გააკეთოს მოსწავლის ჩასვლის შესახებ აღნიშვნა ტრანსპორტირების ფურცელში (დანართი 1 -ით გათვალისწინებული ფორმის მიხედვით) და უზრუნველყოს მოსწავლის მშობლის ან/და მოსწავლის ოჯახის სხვა უფლებამოსილი წევრის ხელმოწერა (იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე ინსტრუქციით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად არ არის აღჭურვილი დახვედრის გარეშე ტრანსპორტის დატოვების უფლებით). (მძღოლი, მოსწავლე, მშობელი)
  2. იმ შემთხვევაში თუ მშობელი ან/და მოსწავლის ოჯახის სხვა წევრი უარს აცხადებს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელმოწერაზე, მძღოლს ეკრძალება დართოს ნება მოსწავლეს დოტოვოს ტრანსპორტი. (მძღოლი, მოსწავლე, მშობელი)
  3. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად არ არის აღჭურვილი უფლებით მარტომ დატოვოს ავტობუსი საკუთარ გაჩერებაზე, ხოლო მშობელი ან მოსწავლის ოჯახის სხვა წევრი რომელიც წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად აღჭურვილია მოსწავლის დახვედრის უფლებით აგვიანებს, მძღოლი ვალდებულია არ მისცეს მოსწავლეს უფლება დატოვოს ავტობუსი (მძღოლის ვალდებულება შემოიფარგლება მითითებით არ დატოვოს მოსწავლემ ავტობუსი. მოსწავლე საკუთარი გადაწყვეტილებით მძღოლის მითითების მიუხედავად დატოვებს ავტობუსს მძღოლი ვალდებულია დაუკავშირდეს სკოლის ადმინისტრაციასა და საპატრულო პოლიციას). (მოსწავლე, მშობელი, მძღოლი)
  4. მძღოლი არ არის ვალდებული გაჩერებებზე დაელოდოს, დაგვიანებულ მშობელს (მოსწავლის ოჯახის სხვა წევრს) და ეკრძალება დალოდება იმ შემთხვევაში თუ ეს შეუძლებელია ქვეყანაში მოქმედი ავტოსაგზაო წესებით ან აღნიშნულმა ქმედებამ შიძლება არიოს დაგეგმილ გაჩერებებზე მისვლის წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი. (მოსწავლე, მშობელი, მძღოლი)
  5. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლების/ვალდებულების მძღოლის მიერ გამოყენების შემთხვევაში დაგვიანებული მშობელი უფლებამოსილია დახვდეს მოსწავლეს სხვა/მომდევნო გაჩერებებზე ან ბოლო გაჩერებაზე, მძღოლი კი ვალდებულია აღასრულოს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროცედურა.(მძღოლი, მოსწავლე, მშობელი)
  6. თუ მშობელი აგვიანებს ბოლო გაჩერებაზე/ც, მძღოლი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ფაქტი სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია დაუკავშირდეს მშობელს, სთოვოხ ბავშვის წაყვანა და შეახსენოს წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების შესახებ. თუ მშობელთან ან/და მოსწავლის ოჯახის სხვა წევრებთან (რომელთა საკონტაქტო ინფორმაციაც გადმოცემული აქვს მშობელს სკოლის ადმინისტრაციისათვის) ვერ ხერხდება დაკავშირება, აღნიშნული ფაქტი არ ანთავისუფლებს მშობელს ვალდებულებისაგან წაიყვანოს საკუთარი შვილს. (მძღოლი, მოსწავლე, მშობელი)
  7. მძღოლი ვალდებულია, ბოლო გაჩერებაზე დაგვიანებულ მშობელს საჯარიმო სანქციების გარეშე დაელოდოს 20 (ოცი) წუთის განმავლობაში. თუ ლოდინის დრო გადასცდება 20 (ოცი) წუთს მძღოლი ვალდებულია დაელოდოს მშობელს მომავალი 40 წუთის განმავლობაში ხოლო მშობელს განესაზღვრება საჯარიმო სანქცია მძღოლის ხელფასის 1 (ერთი) სამუშაო საათის ოდენობით (დანართ 2). (მძღოლი, მოსწავლე, მშობელი)
  8. წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში მოსწავლეს შეეზღუდება ტრანსპორტით სარგებლობის უფლება, დავალიანების დაფარვის დღემდე.(მძღოლი, მოსწავლე, მშობელი)
  9. თუ მშობელი ბოლო გაჩერებაზე დააგვიანებს 1 (ერთი) საათზე მეტ ხანს, მძღოლი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნული ფაქტი სკოლის ადმინისტრაციას და გამოიძახოს საპატრულო პოლიცია მოსწავლის მდგომარეობის სოციალური მუშაკისათვის შეტყობინებისა და სამომავლო ქმედებების განსაზღვრის მიზნით. ყოველივე ზემოხსენებული მშობელს არ ანთავისუფლებს წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციისაგან.(მძღოლი, მოსწავლე, მშობელი)

მუხლი 10

  1. მოკლე სასწავლო დღის მქონე მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირებით ბაგებში არსებულ გაჩერებამდე. (მოსწავლე, მშობელი)
  2. სკოლის ადმინისტრაცია აწარმოებს მოკლე დღის მქონე მოსწავლეთა აღრიცხვას და შესაბამის ინფორმაციას გადასცემს ჰედ ოვ ტრანსპორტს. (ადმინისტრაცია; ჰედ ოვ ტრანსპორტი)
  3. თავის მხრივ ჰედ ოვ ტრანსპორტი ან მისი უფლებამოსილების შემსრულებლები ვალდებულნი არიან სასწავლო დღის დასრულების შემდეგ ავტობუსში ჩასხდომამდე მიაკითხონ ადმინისტრაციის თანამშრომლებს ტრანსპორტირებიის სიების დაზუსტების მიზნით და გადასცენ შესაბამისი ინფრმაცია მძღოლს. (მძღოლი, ჰედ ოვ ტრანსპორტი)
  4. თუ მოსწავლეს სურს ისარგებლოს მოკლე სასწავლო დღის ტრანსპორტირებით მინიმუმ 1 (ერთი) გაკვეთილით ადრე უნდა მიმართოს ადმინისტრაციას და აღარიცხინოს საკუთარი სახელი/გვარი, კლასი, და რომელი ავტობუსით მგზავრობს ჩვეულებრივ (დანართი 3 ის შესაბამისად). (მოსწავლე, ადმინისტრაცია)

მუხლი 11

  1. მძღოლი ვალდებულია დაიცვას ქვეყანაში არსებული საგზაო მოძრაობის წესები ზედმიწევნით და განუხრელად. (მძღოლი)
  2. მძღოლი ვალდებულია ფლობდეს იმ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობას რომლითაც ემსახურება სკოლას. (მძღოლი)
  3. ნებისმიერი ტიპის ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა რომელიც სკოლას დაეკისრება სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების მიერ ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ეტაპობრივად (არაუმეტეს ხელფასის 50 % ისა და საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით) დაექვითება მძღოლს ხელფასიდან. (მძღოლი)
  4. ბაგების გაჩერების მონაკვეთიდან სკოლის ტერიტორიამდე და უკან მძღოლებს ეკრძალებათ სხვა სატრანსპორტო საშუალებების გასწრება და 50 კმ/საათზე მეტი სიჩქარით მოძრაობა მიუხედავად ქვეყანაში არსებული ავტოსაგზაო წესებისა. (მძღოლი)
  5. სკოლის ადმინისტრაციის 1 (ერთი) თანამშრომელი ვალდებული ავტომანქანით წინ გაუძღვეს ავტობუსების კოლონას ბაგების გაჩერების მონაკვეთიდან სკოლის ტერიტორიამდე და უკან. (მძღოლი)
  6. წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მძღოლს დაეკისროს საჯარიმო სანქცია (100 (ასი) ლარის ოდენობით. (მძღოლი)
  7. ჯარიმა დაიქვითება ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად მძღოლის ხელფასიდან ეტაპობრივად არაუმეტეს ხელფასის ოდენობის 50 % ისა და საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით . (მძღოლი)
  8. ინსტრუქციით გათვალისწინებული მძღოლის მოვალეობების შეუსრულებლობის თითოეული დარღვევისათვის (განსაკუთრებით კი ინსტრუქციის დანართი 1 ის რომელიმე სავალდებულო პუნქტის შეუსრულებლობისათვის) მძღოლის საჯარიმო სანქცია განისაზღვროს იმავე ოდენობითა და წესით რასაც ითვალისწინებს ამავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები. (მძღოლი)
  9. გაჩერებაზე უმიზეზო (იგულისხმება გაუთვალისწინებელი ფორსმაჟორული მდგომარეობის/ავტოსაგზაო შემთხვევის არ არსებობა) წინასწარ გათვალისწინებული 10 (ათი) წუტზე მეტით დაგვიანების საჯარიმო სანქცია განისაზღვროს იმავე ოდენობითა და წესით რასაც ითვალისწინებს ამავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები. (მძღოლი)
  10. დაიშვება 1 (ერთი) სასწავლო დღის განმავლობაში მხოლოდ 1 (ერთი) საჯარიმო სანქციის გაცემა კონკრეტული მძღოლისათვის. (მძღოლი)
  11. მძროლს შეიძლება მიესეც საჯარიმო სანქციასთან ერთად საყვედური ან/და დარღვევის სიმძიმის ან/და სიხშირის გათვალისწინებისთ განტავისუფლდეს სამსახურიდან/შეუწყდეს ხელშეკრულება. (მძღოლი)
  12. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება. (დათვალიერების ხერჯების ანაზღაურება, ხოლო მძღოლს ევალება უზრუნველყოს ტრანსპორტის მიყვანა შესაბამისი მომსახურეობის დაწესებულებამდე და უკან). (მძღოლი)
  13. თუ ტრანსპორტი რომელიც სკოლას ემსახურება მძღოლის საკუთრებაშია ის ვალდებულია თავად უზრუნველყოს ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება. (მძღოლი)
  14. მძღოლი თუ ტრანსპორტი მის საკუთრებაშია ვალდებულია იზრუნოს სატრანპორტო საშუალების გამართულ მდგომარეობაში ყოფნაზე, ხოლო თუ ტრანსპორტზე საკუთრების უფლება ეკუთვნის სკოლას აკონტროლოს ნორმალური ექსპლუატაციისათვის საჭირო ქმედებების ვადების დენა (ზეთი(ებ)ს გამოცვლა; ხუნდების გამოცვლა და ა.შ) და სავალდებულო ქმედებიდან 1 კვირით ადრე შეატყობინოს სკოლის ადმინისტრაციას. (მძღოლი)

მუხლი 12

  1. გაუთვალისწინებელი ფორსმაჟორული მდგომარეობების შემთხვევაში ( ტრანსპორტის გაუმართაობა; გზის ნაწილის/სრულად ბლოკირება მეტეოროლოგიური ან სხვა მიზეზების გამო; ისეთი ტიპის ავტო საგზაო საცობი რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო და სხვა) მძღოლი ვალდებული დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს სკოლის ადმინისტრაციას და დეტალურად აუხსნას მდგომარეობის არსი. (მოსწავლე, მშობელი, მძღოლი, ადმინისტრაცია)
  2. სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციულ დირექტორთან შეთანხმებით წყვეტენ სამომავლო სამოქმედო გეგმას და დაუყოვნებლივ ატყობინებენ კონკრეტულ ტრანსპორტში მყოფი მოსწავლეების მშობლებსა და მძღოლს. (საერთო)
  3. ფორსმაჟორული მდგომარეობიდან თავის დაღწევის გეგმამ შეიძლება დროებით შეცვალოს წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული ნებისმიერი პუნქტი მათ შორის სკოლის მხრიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების ვალდებულებაც თუ აღნიშნული ცვლილება საბრთხეს არ უქმნის მოსწავლის უსაფრთხოებას. (საერთო)
  4. თუ გაუთვალისწინებელი ფორსმაჟორული მდგომარეობის ან/და ავტოსაგზაო შემთხვევის არსიდან გამომდინარე მოსწავლეთათვის საფრთხეს წარმოადგენს ტრანსპორტში დარჩენა მძღოლი ვალდებულია მოუწოდოს მოსწავლეებს ჩამოსვლისაკენ და ჰედ ოვ ტრანპორტის ან/და მათი მოვალეობის შემსრულებელთა დახმარებით მოუწოდოს მოსწავლეებს უსაფრთხო ადგილას დაცდა.(მძღოლი, მოსწავლე, მშობელი, ჰედ ოვ ტრანსპორტი).
  5. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლი ვალდებულია, შემთხვევის ადგილიდან არ დაძრას სატრანპორტო საშუალება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს საპატრულო პოლიციასა და სკოლის ადმინისტრაციას, ეს უკანასკნელი კი წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებთან ერთად ვალდებულია დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიას. (ადმინისტრაცია, ადმინისტრაციული დირექტორი, მძღოლი,)
  6. ავტოსაგზაო შემთხვევაზე შეუფერხებლად ვრცელდება ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დათქმა. (საერთო)

მუვლი 13

ყოველწლიურად სასწავლო პროცესის დაწყებიდან პირველი კვირის (ხუთი სასწავლო დღე) განმავლობაში როგორც მშობელი ასევე ადმინისტრაცია და მოსწავლეები თავისუფლდებიან გაფრთხილება/საჯარიმო სანქციების სამართლებრივი შედეგებისაგან თუ მათი ქმედებები საფრთხეს არ უქმნის მოსწავლეს. (საერთო)

მუხლი 14

  1. ნებისმიერი ტიპის გაფრთხილებისა თუ საჯარიმო სანქციის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 1 (ერთი) კალენდარული წლით. (ყოვეწლიურად უქმდება წინა წლის გაფრთხილებები საჯარიმო სანქციები). (საერთო)
  2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ინსტრუქციის 10.3 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაზე. (მძღოლი)

მუხლი 15

მშობელს/ოჯახის სხვა უფლებამოსილ წევრს არ ეზღუდება უფლება თავად უზრუნველყოს მოსწავლის ტრანსპორტირება. აღნიშნული ქმედება არ ანთავისუფლებს სკოლას მოსწავლის სამომავლო ტარნსპორტირებისაგან. (საერთო)

მუხლი 16

სკოლის მომსახურების ღირებულება მოიცავს მოსწავლის ტრანსპორტირების ღირებულებას და დაუშვებელი მათი გაყოფა/განცალკევება. (საერთო)

მუხლი 17

წინამდებარე ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია სკოლის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე. (საერთო)