
დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად ბაქსვუდელებმა მონაწილე ექვს სკოლას, მათ შორის ფიზიკა-მათემატიკაში სპეციალიზებულ სკოლებს შორის, მეორე ადგილი დაიკავეს.

ახალგაზრდა ნატურალისტთა ეროვნული ტურნირი ბაქსვუდელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონკურსია.
ბაქსვუდის სკოლის გუნდის წევრები არიან:
ანო შუბლაძე
სესილი კოხრეიძე
მარია ჯანგიძე
მარიამ გოგნიაშვილი
ლევან ფეიქრიშვილი
ლელი ჯგერენაია

ამასთან, ტურნირმა გამოავლინა ეროვნული ნაკრების 11 კანდიდატი, რომელთაგან 4 ბაქსვუდელია.

ტურნირი ავლენს ახალგაზრდა მონაწილეთა მაღალინტელექტუალურ შესაძლებლობებს, შემოქმედებით დონესა და დიდ ინტერესს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი.

გილოცავთ, წინ კიდევ ბევრი წარმატებაა

იხილეთ მეტი: https://www.facebook.com/reel/1220347101984325