About School
Registration
Contact
random image

News

ბაქსვუდის სკოლაში, რეგიონში პირველად, VR და AR ტექნოლოგიები ინერგება

24 იანვარი 2022 ბაქსვუდის სკოლაში, რეგიონში პირველად, VR და AR ტექნოლოგიები ინერგება

პირველად, რეგიონის მასშტაბით, სასკოლო სივრცეში VR და AR ტექნოლოგიები „ბაქსვუდის“ სასწავლო პროცესში დაინერგება. 2-წლიანმა სამუშაო პროცესმა დასკვნით ეტაპს მიაღწია. ჩვენი მოსწავლეებისთვის აკადემიური პროცესი, ვიზუალიზაციის დახმარებით, კიდევ უფრო საინტერესო გახდება“. 

ვირტუალური რეალობისა (VR) და გაფართოებული რეალობის (AR) ტექნოლოგიებს „ბაქსვუდის“ სკოლის ყველა კლასში გამოიყენებენ – მოსწავლეები, VR სათვალით, რეალობაში ნახავენ ყველაფერს, რაც სასწავლო წიგნებშია შეტანილი, „სმარტფონით“ კი სასწავლო საგნებთან ინტეგრირებული მასალების ვიზუალურ აღქმას შეძლებენ. მოზარდებმა, ახალი ტექნოლოგიების ნაწილი, სატესტო რეჟიმში უკვე გამოცადეს და ამბობენ, რომ ახალი სისტემა, მათ, სწავლის პროცესს გაუადვილებს.

ვირტუალური რეალობის სათვალეების უახლესი მოდელების ნაწილი უკვე გვაქვს და დაიტესტა კიდეც, მოსწავლეების გარკვეულ საფეხურზე. სექტემბრიდან, უფრო მეტი VR სათვალე გვექნება და ყველა კლასში შეძლებენ მათ გამოყენებას.

რაც შეეხება AR ტექნოლოგიას, მას ჩვენივე მასწავლებლის სტარტაპის, VISU-ს დახმარებით დავნერგავთ. მოსწავლეები „სმარტფონებით“ შეძლებენ, სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული შესაბამისი გამოსახულებების, ელემენტების, ფორმულებისა თუ ფიგურების დანახვასა და ვიზუალურ აღქმას“ – აცხადებენ სკოლაში.