About School
Registration
Contact
random image

News

Pearson Edexcel International GCSE

28 jul 2026 Pearson Edexcel International GCSE

Pearson Edexcel International GCSE (IGCSE)

საერთაშორისო განათლება, რომელიც მომავლის შესაძლებლობებს ქმნის

Buckswood International School – Tbilisi გთავაზობთ Pearson Edexcel International GCSE (IGCSE) პროგრამას VIII და IX კლასების მოსწავლეებისთვის.

IGCSE მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საერთაშორისო სასწავლო პროგრამაა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს მყარ აკადემიურ საფუძველს და ამზადებს Pearson Edexcel A Levelპროგრამისა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლისთვის.

პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ იმ უნარების განვითარებაზე, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის — კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, კვლევითი უნარები, ეფექტური კომუნიკაცია და დამოუკიდებელი სწავლა.


რატომ IGCSE Buckswood-ში?

  • Pearson Edexcel-ის საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო პროგრამა;

  • ძლიერი აკადემიური საფუძველი A Level პროგრამისთვის;

  • სწავლება ინგლისურენოვან აკადემიურ გარემოში;

  • მცირე სასწავლო ჯგუფები და ინდივიდუალური აკადემიური მხარდაჭერა;

  • კვლევითი, ანალიტიკური, ლიდერული და დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარება;

  • თანამედროვე სასწავლო გარემო და ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა;

  • მომზადება საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლისთვის.


სწავლების მოდელი

IGCSE პროგრამა Buckswood International School – Tbilisi-ში ხორციელდება ჰიბრიდული სწავლების მოდელით.

პროგრამის ფარგლებში ინგლისური ენა, მათემატიკა, ინტეგრირებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (Science), საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT) და გლობალური მოქალაქეობა (Global Citizenship) ისწავლება Pearson Edexcel International GCSE-ის კურიკულუმის შესაბამისად, ინგლისურ ენაზე.

დანარჩენი საგნები ისწავლება საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ქართულენოვანი პროგრამით.

აღნიშნული ჰიბრიდული სწავლების მოდელი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთდროულად მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების განათლება და სრულად შეინარჩუნონ ქართული ეროვნული სასწავლო პროგრამის უწყვეტობა, რაც უზრუნველყოფს როგორც IGCSE-ისა და A Level-ისმიმართულებით განვითარების შესაძლებლობას, ისე საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასთან შესაბამისობას.


პროგრამის სტრუქტურა

VIII კლასი

VIII კლასი წარმოადგენს IGCSE პროგრამის პირველ ეტაპს, რომლის მიზანია მოსწავლის საერთაშორისო აკადემიურ გარემოსთან ადაპტაცია და ძლიერი აკადემიური საფუძვლის შექმნა.

საგნები

  • ინგლისური ენა (English Language)

  • მათემატიკა (Mathematics)

  • ინტეგრირებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (Science) — ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის ინტეგრირებული კურსი

  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT – Information and Communication Technology)

  • გლობალური მოქალაქეობა (Global Citizenship)


IX კლასი

IX კლასში მოსწავლეები აგრძელებენ Pearson Edexcel-ის საერთაშორისო პროგრამას, იღრმავებენ ცოდნას და ემზადებიან IGCSE-ის წარმატებით დასრულებისა და A Level პროგრამაზე გადასასვლელად.

საგნები

  • ინგლისური ენა (English Language)

  • მათემატიკა (Mathematics)

  • ინტეგრირებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (Science) — ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის ინტეგრირებული კურსი

  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT – Information and Communication Technology)

  • გლობალური მოქალაქეობა (Global Citizenship)


სწავლა საკლასო ოთახის მიღმა

IGCSE პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას. აკადემიურ სწავლებასთან ერთად, მოსწავლეები მონაწილეობენ:

  • კვლევით და პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებაში;

  • ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში;

  • სასკოლო კლუბებსა და დამატებით საგანმანათლებლო აქტივობებში;

  • სპორტულ, კულტურულ და საზოგადოებრივ პროექტებში;

  • საუნივერსიტეტო და კარიერული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებში.



✨ გადადგით პირველი ნაბიჯი საერთაშორისო განათლებისკენ Buckswood IGCSE პროგრამასთან ერთად.

IGCSE პროგრამაზე დასარეგისტრირებლად მოსწავლემ უნდა გაიაროს ინგლისური ენის ტესტირება, რომლის შედეგების საფუძველზეც შეფასდება მისი მზაობა პროგრამაში ჩასართავად.

დაინტერესებულ მშობლებსა და მოსწავლეებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

სარეგისტრაციო ფორმა

https://forms.gle/dhh99qeT9AoZx7MEA


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

📞 +995 577 99 29 93 — ნინუცი სირაძე

გისურვებთ წარმატებას! ❤️